ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
იაგო ხვიჩია: ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, მიშა საააკშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა
მარტა კოსი - გლობალურმა პრობლემებმა ევროპის აღმოსავლეთთან დაკავშირების პრობლემები შექმნა, ასეთ დროს სამხრეთ კავკასია საუკეთესო ალტერნატივაა
ირაკლი ქადაგიშვილი - დროა, ბრიუსელში თავი დაანებონ იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს