ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

დღეს მცხეთაში დავიწყეთ ცენტრალური გზის შვიდკილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე, იუნესკო-სთან კონსულტაციებით, პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„სარეაბილიტაციო გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით შვიდკილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე, სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის ​სამინისტროში.

მათივე ცნობით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირებას, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

„გზების მშენებლობა ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. არსებული გზების რეაბილიტაცია ჩვენი ვალდებულებაა - ყველა გზა უნდა იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და გამართული. სამინისტრო წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს.

„ახალი ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აკავშირებს მცხეთას რკინიგზის სადგურთან და ცენტრალურ საავტომობილო გზებთან, ხოლო მისი არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ გარემოს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა ის უბნები და ქუჩებიც, სადაც დაგეგმილია შენობების რეაბილიტაცია. მისივე განცხადებით, მცხეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, სხვა დანარჩენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, აუცილებელია ძველი უბნების ურბანული მოწესრიგება.

მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებასაც - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

როგორც ინფრასტრუქტურის ​სამინისტროში აღნიშნავენ, ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 





მსგავსი სიახლეები
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
21 აპრილს მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა - ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ
21 აპრილის ამინდის პროგნოზი
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ