მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ, ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიკამენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფოებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული რაციონალურად, ემოციების გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შესაძლო ზიანი.
„ერთ-ერთ მედიკამენტზე - ელევიდისზე, რომელიც სატელევიზიო ეთერებითაც დასახელდა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ის მედიკამენტი, რომელზეც ბრიფინგის დროს აღვნიშნე: შარშან ამ დროს რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვეწეოდა ორი მთავარი მარეგულირებლის - ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და აშშ-ის FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდ სკეპტიციზმს აჩენენ ამ მედიკამენტთან დაკავშირებით.
ევროპის წამლის სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ამ წამლის ეფექტიანობას. საუბარია 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტზე - ერთი ბავშვის დოზაზე. ამ პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით EMA დიდ კითხვის ნიშანს სვამს. არსებობს FDA-ს გადაწყვეტილებაც, რომელსაც მანამდე ამ პრეპარატისთვის მინიჭებული ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია. „დაჩქარებული", აქვე ავხსნი, ნიშნავს იმას, რომ ავტორიზაცია გაიცემა დაჩქარებული წესით, ანუ ეს არის პირობითი დაშვება. შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების გამოცდა, კვლევა - მწარმოებელს ეძლევა რეკომენდაცია, გაიაროს დამატებითი კვლევები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის და უზარმაზარი რისკების შემცველია. უეცარი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განა ეს არ არის საკმარისი, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და, ბუნებრივია, ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც ამავე საკითხებს განიხილავენ?!
მინდა, იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვთქვა, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოირჩნენ, ან პოლიტიკურად თუ კომერციულად მიკერძოებული ადამიანების გასაგონად - ეს სახელმწიფოები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღონ; ისინი ელოდებიან კითხვებზე პასუხებს, მეტ მტკიცებულებას, მეტ ინფორმაციას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს