24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ რთულ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით. დილიდან შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

ვენერასა და მარსის სექსტილი მიანიშნებს, რომ ეს დღე ხელსაყრელია სასიყვარულო შეხვედრებისთვის. დაოჯახებულ ვერძებს ნათესავებთან კამათი და დაპირისპირება ელით.

მალე თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის პროფესიული ზრდის ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. დადგა დრო, შრომისმოყვარე და ნიჭიერი თანაშემწე მოძებნოთ, რომელსაც საქმეების ნაწილს გადააბარებთ. გახსოვდეთ, ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა: „გსურს, რომ ძლიერი, ლამაზი და ჯანმრთელი იყო? - ირბინე და ივარჯიშე!"

 

კურო

თქვენი პირადი ცხოვრება გარშემომყოფებისთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს - მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ ჭორიკნების ცნობისმოყვარე მზერა აირიდოთ. იზრუნეთ ახლობლების ჯანმრთელობაზე და ერთობლივი გასეირნება ან ვარჯიში შესთავაზეთ. გახსოვდეთ, რომ ხელმძღვანელობასთან სუბორდინაცია უნდა დაიცვათ - თქვენი უტაქტობა შეიძლება სამსახურის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინეთ, ყოველი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ეცადეთ, ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ. ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. დადგა დრო, ცხოვრებისადმი მიდგომა შეცვალოთ და ყოველდღიური წვრილმანებით გახარება ისწავლოთ.

 

ტყუპები


ხანმოკლე გატაცებები წარმავალია და თქვენს ბედზე გავლენას არ მოახდენს, ნამდვილი სიყვარული კი წინაა! ენერგიის დიდი მუხტი საშუალებას მოგცემთ, ერთობლივი ოცნებები რეალობად აქციოთ.

გეგმების განხილვისა და იდეების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ. სამსახურში მიღებული გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ პრობლემებს მოგიგვარებთ. ფინანსური შემოსავლები მოსალოდნელია, თუმცა მათზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. ამ დღეს მზისფერი ნივთები თქვენს პირად თილისმად იქცევა.

 

კირჩხიბი


ვარსკვლავების ვარაუდით, მომდევნო 24 საათში შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივ ადგილზე, მაგალითად, სუპერმარკეტში ცხოვრების მომავალ მეგზურს შეხვდეთ.

ახლა სადავო საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დროა, განსაკუთრებით თუ საქმე დიდ ფულს ან უძრავ ქონებას ეხება. ამ პერიოდში ემოციების მოთოკვა გაუჭირდებათ მათაც კი, ვინც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს.

თუ ბოლო დროს თქვენი დანაზოგი შემცირდა, ცოტა მოითმინეთ და მალე ვითარება შეიცვლება. მოხუცმა კირჩხიბებმა შესაძლოა ხანგრძლივი ავადმყოფობა დაძლიონ. დღის მეორეე ნახევარში ეგოისტ და ფეთქებად ადამიანებს უნდა ერიდოთ, რომლებმაც შეიძლება გაგაღიზიანონ.

 

ლომი

დაწყებული საქმეების მუდმივად სამომავლოდ გადადება განწყობას გაგიფუჭებთ და ოჯახურ ურთიერთობებს დაძაბავს. სამსახურში მთელი ყურადღება ახალი ინფორმაციის მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გადაიტანეთ - ეს სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

საღამოს ეცადეთ ხალხმრავლობას მოერიდოთ და განმარტოვდეთ. ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური დატვირთვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ხერხემლისა და სახსრების პრობლემებმა თავი არ იჩინოს.

 

ქალწული


რუტინა, რომელიც მოწყენილობას იწვევს, ურთიერთობისთვის დამღუპველია. ახალი ადგილები მოინახულეთ, საყვარელი საქმით დაკავდით და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეთ. ნათესაურ კავშირებს პირადი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებთ, თორემ წესიერი ადამიანის ავტორიტეტი შეგელახებათ.

ახლო მომავალში სამსახურებრივი მივლინება გელით, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ფინანსებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, საეჭვო ავანტიურებს მოერიდოთ. დეპრესიული განწყობის თავიდან ასაცილებლად მეტი ურთიერთობა და მუშაობა გჭირდებათ - თქვენს შემთხვევაში „შრომითი თერაპია" საუკეთესო წამალია.

 

სასწორი


უახლოეს დღეებში საინტერესო და სულიერად ახლოს მყოფ ადამიანს გაიცნობთ. თუ იმიჯს ოდნავ შეიცვლით ან გარდერობს განაახლებთ, რომანის დაწყების შანსი გაიზრდება.

ახლობლებთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით გული არავის ატკინოთ. ზოგიერთ სასწორს მნიშვნელოვანი საუბარი ელის ადამიანთან, რომელზეც მისი კეთილდღეობაა დამოკიდებული - იყავით თავაზიანი, მაგრამ პოზიციები არ დათმოთ.

იუპიტერისა და მთვარის ნეგატიური ასპექტის გამო ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. საღამოს ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ და ადრე დაიძინეთ.

 

მორიელი


რთული დღეა, მაგრამ სირთულეები თქვენს ენთუზიაზმს ვერ შეარყევს და შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რისკენაც დიდი ხანია დაჟინებით მიიწევთ. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და ნუ მისცემთ მრისხანებას უფლებას, რომ თქვენი დღე გააფუჭოს.

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი უნარების ათვისებისთვის - იუპიტერი თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დადებითად იმოქმედებს. ვალებისა და კრედიტების გასტუმრების პერიოდი მოახლოვდა, ამიტომ ფული უფრო მომჭირნედ და გონივრულად უნდა ხარჯოთ. შეიძლება საღამოს ძველმა ტრავმამ თავი შეგახსენოთ. თუ ასე მოხდა, მშვიდად იყავით და არ გადაიტვირთოთ.

 

მშვილდოსანი


ამ ნიშნის განქორწინებული წარმომადგენლები საინტერესო ადამიანს შეხვდებიან, რომელსაც შეიძლება ბედი დაუკავშირონ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ნაკლები სამსახურში - თქვენ ისედაც ბევრს შრომობთ.

დღეს ფინანსურ საქმეებში იღბალი გიღალატებთ, ამიტომ აზარტულ თამაშებს და ფსონების დადებას მოერიდეთ. შესაძლებელია საკვებით მოწამვლა, ამიტომ სწრაფი კვების ობიექტებში ნუ შეჭამთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით ძილის წინ, განწყობას და ძილს საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

 

თხის რქა


პირად ურთიერთობებში ბედნიერი ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა პლანეტების მთავარი პირობაა, რომ ამის შესახებ მეგობრებს არ უნდა მოუყვეთ. სამწუხაროდ, თქვენს გარემოცვაში ბევრი არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანია, რომელიც ეცდება ბედნიერებაში ხელი შეგიშალოთ.

სიახლეების მოთხოვნილებას გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერ საინტერესო პროექტს შეეჭიდოთ. ახლა მთავარია საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელს არ შეეპოტინოთ.

პარტნიორის დატვირთული გრაფიკი თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დაისვენოთ, რადგან გადაღლილობამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

 

მერწყული


პირად ცხოვრებაში არასტაბილურობამ შესაძლოა პარტნიორებს შორის გაღიზიანება და ურთიერთპრეტენზიები გამოიწვიოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. კარგი დროა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, რემონტის ან ინტერიერის განახლებისთვის. შეგიძლიათ, საოჯახო ტექნიკის შეძენაზე იფიქროთ.

საკუთარი აზრის დაცვისას სამსახურში დაპირისპირება გელით, თუმცა ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება. ბედი კარგ შეთავაზებას გიმზადებთ და ხელიდან არ გაუშვათ. გაუფრთხილდით ღვიძლს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.

 

თევზები


მოვლენებს ნუ დააჩქარებთ! ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ლოდინი უნდა ისწავლოთ. ოჯახში მოსალოდნელია ხარჯების განხილვა, რაც შესაძლოა ხანგრძლივ კამათში გადაიზარდოს.

შესაძლოა, ამ დღეს გზაგასაყარზე აღმოჩნდეთ და პრობლემის გადაჭრის გზის არჩევა მოგიწიოთ. შეგიძლიათ რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

მოსალოდნელია კომერციული გარიგება, რომელიც მალე კარგ შედეგს მოგიტანთ. დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ყველაფერს, რაც ორგანიზმს ვნებს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლს.

 

 





მსგავსი სიახლეები
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება