თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს
შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" წევრმა, პარტია „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაჩუმებას არ აპირებს, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს".
„უნდა გაჩუმდეს, რა. შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე".
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში" შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".
მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ. რამე თუ არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ". 23 აპრილს კი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ".
ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის" შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი", „გირჩი", „დროა", „ევროპული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობა", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ფედერალისტები".
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკთან და ფიშერთან რადიკალების სტუმრობები ძალიან ხშირია, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს
ნიკა გვარამია - 10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას
თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს
ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება
ირაკლი კობახიძე - ზურაბ პატარაძე იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ
პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
კახა კალაძე - აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს, უნდა მოხდეს მისი დაბარება და დაისვას კითხვები
აშშ-ის საელჩო:1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს თავისთავად მეტყველებს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე
პაველ ჰერჩინსკი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
კახა კალაძე - გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს