პიტ ჰეგსეტი - ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ და ნავში ჩასხდნენ, ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი
ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მათ უნდა დაასრულონ ჰორმუზის შესახებ პომპეზური კონფერენციები და ნავში ჩასხდნენ, - ამის შესახებ აშშ-ს ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს.
„ევროპამ და აზიამ ათწლეულების განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი დაცვით, მაგრამ უფასოდ მგზავრობის დრო დასრულდა. ამერიკა და თავისუფალი მსოფლიო იმსახურებენ მოკავშირეებს, რომლებიც ქმედუნარიანი, ერთგული არიან და ესმით, მოკავშირეობა ცალმხრივი ქუჩა არ არის, ეს ორმხრივი ქუჩაა. ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ და, შესაძლოა, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები პომპეზური კონფერენციები ჩაატარონ და ჩასხდნენ ნავში. ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი", - განაცხადა ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ირანის პორტების ბლოკადა „სულ უფრო ძლიერდება".
„არავინ გადაადგილდება ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს არცერთ წერტილში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე. თეირანის რეჟიმისთვის ბლოკადა საათობრივად მკაცრდება. ჩვენ ვაკონტროლებთ", - განაცხადა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, „ირანის ომი მსოფლიოსთვის საჩუქარია". „ეს არის თამამი და საშიში მისია. საბოლოო ჯამში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ეს არის საჩუქარი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ჰეგსეტმა.
აშშ-ის ომის მდივნის თქმით, თეირანს „აქვს შანსი, დადოს გონივრული გარიგება".
ამასთან, ჰეგსეტს დაუსვეს კითხვა: „გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში ავიაციის საწვავის მარაგი მხოლოდ დაახლოებით ექვს კვირას ეყოფათ, ხოლო ამ საწვავის უმეტესობას ისინი სპარსეთის ყურიდან იღებენ. მოგმართათ თუ არა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ დახმარებისთვის, რათა მონაწილეობა მიიღოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ესკორტირებაში?".
პიტ ჰეგსეტმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა: „ვიცი, ამაზე ბევრი საუბარია. თქვენ ნახეთ, გასულ კვირას ევროპაში გამართული, ჩემი აზრით, სასაცილო კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ და ისაუბრეს, რომ იქნებ, ოდესმე რამე გააკეთონ, როცა ყველაფერი დასრულდება. ეს სერიოზული ძალისხმევა არ არის".
მისივე თქმით, აშშ-ი მიესალმება ევროპის სერიოზულ მცდელობას, რამე გააკეთონ სრუტესა და საზღვაო მარშრუტთან დაკავშირებით, რადგან ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ სწორედ მათი ენერგეტიკული შესაძლებლობებია.
„ვფიქრობ, ეს გამოფხიზლების სიგნალია. ეს არის გამოფხიზლების სიგნალი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ან გაქვთ შესაძლებლობები, ან არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ისეთ ქვეყანაზე ხართ დამოკიდებული, როგორიც ირანია და ერთადერთი, რომელსაც ამის შეცვლა შეუძლია, არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები", - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მსგავსი სიახლეები
"წინასწარი დაზავების "შავი" ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია"-Financial Times
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
„როიტერი” - ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ფრიდრიხ მერცი - ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი გაწევრიანება შეუძლებელია
ფრიდრიხ მერცი - ყოვლისმომცველი შეთანხმების შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, ირანის მიმართ სანქციები შეამსუბუქოს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
პიტ ჰეგსეტი - ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ და ნავში ჩასხდნენ, ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მე უფრო ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ
რუსული ძალების მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
დონალდ ტრამპი - ირანს დრო მივეცი, მინდა, საუკეთესო გარიგება დავდო, ჩვენ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, მინდა, შეთანხმება მარადიული იყოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაკავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა