„როიტერი” - ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

 

ავიაკომპანია „რაინეარი" ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ამის შესახებ „როიტერი" წერს.

ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარში" განაცხადეს, რომ ბერლინში მოქმედ ბაზას დახურავენ და ზამთრის სეზონზე გერმანიის მიმართულებით ფრენებს 50%-ით შეამცირებენ.

ავიაკომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოსაკრებლები და გადასახადებია. კომპანიის ცნობით, ბერლინში განთავსებული შვიდივე თვითმფრინავს გადაიყვანენ უფრო დაბალი ხარჯების მქონე ევროპულ აეროპორტებში, მათ შორის შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში დასაქმებულმა პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბაზის დახურვა 24 ოქტომბრიდან იგეგმება.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა კომპანიის ევროპულ ქსელში ალტერნატიული სამუშაო პოზიცია მიიღოს. ამ ფონზე, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ივლისიდან საჰაერო მიმოსვლის გადასახადი შემცირდება და 2024 წლის მაისის დონეს დაუბრუნდება.

 





მსგავსი სიახლეები
"წინასწარი დაზავების "შავი" ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია"-Financial Times
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
„როიტერი” - ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ფრიდრიხ მერცი - ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი გაწევრიანება შეუძლებელია
ფრიდრიხ მერცი - ყოვლისმომცველი შეთანხმების შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, ირანის მიმართ სანქციები შეამსუბუქოს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
პიტ ჰეგსეტი - ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ და ნავში ჩასხდნენ, ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მე უფრო ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ
რუსული ძალების მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
დონალდ ტრამპი - ირანს დრო მივეცი, მინდა, საუკეთესო გარიგება დავდო, ჩვენ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, მინდა, შეთანხმება მარადიული იყოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაკავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა