"წინასწარი დაზავების "შავი" ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია"-Financial Times

„წინასწარი დაზავების „შავი“ ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) ენდრიუ ინგლანდის ავტორობით, რომელშიც აშშ-ირანის ომის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივაა განხილული, არასტაბილური წინასწარი დაზავების პირობებში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადა გააგრძელა, ამ დროს კი თვითონ ირანმა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებს სროლა აუტეხა და უკან გააბრუნა, ანუ თავისი ძალა და შესაძლებლობა აჩვენა. როგორც ჩანს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ კიდევ ჰყავს სამხედრო-საზღვაო გემები, რომლებზეც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, „ყველა ჩავძირე და გავანადგურეო“.

ორივე მხარე თვლის, რომ ერთმანეთი დაამარცხეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ არავინ შენიშნოს - ერთმა თუ მეორე დაჯაბნა.

მაგრამ ასეთმა მოქმედებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთის ნებისყოფას ცდიან: დროებით ცეცხლის შეწყვეტას შეიძლება მსხვილმასშტაბიანი ომის დასრულება მოჰყვეს, მაგრამ საომარი მოქმედებები არ შეწყდება და არც ენერგეტიკული კრიზისი არ შესუსტდება. მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ორმაგად დახურული რჩება და გემებს გავლისათვის ნებართვა ჭირდება როგორც აშშ-ის, ასევე ირანის მხრიდანადაც.

„ამ მომენტისათვის ვაშინგტონს და თეირანს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის „შავი“ ვარიანტის მიღწევა შეუძლიათ“, - ამბობს სანიმ ვაქილი, რომელიც ბრიტანულ კვლევით ცენტრ „ჩეთემ ჰაისში“ (Chatham House) ახლო აღმოსავლეთის პროგრამებს ხელმძღვანელობს, - „თუ მათი პოზიციები კიდევ უფრო არ გაურესდება, მაშინ ორივე მხარე ამოსუნთქვას შეძლებს და მათ უფრო ფართო გარიგების დადების შესაძლებლობა მიეცემათ“.

დონალდ ტრამპი რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდა მოლაპარაკების (მეორე რაუნდის) განახლებას ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, მაგრამ ირანმა უარი თქვა მონაწილეობაზე მანამ, სანამ ომანის ყურეში მისი ნავსადგურების ბლოკადა გრძელდება ამერიკული გემების მიერ.

თეირანი ფსონს დებს იმაზე, რომ აშშ-სთან შედარებით, მისთვის „ტკივილის ამტანობის“ დონე მაღალია - მიუხედავად იმისა, რომ ირანი ძალიან დაზარალდა დაბომბვების შედეგად. ისლამური რეჟიმი თვლის, რომ მას შეუძლია კიდევ დიდხანს ჰყავდეს მძევლად მსოფლიო ეკონომიკა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით.

ხუთი დღის წინ იყო მომენტი, როცა პაკისტანის ხელისუფლება ფიქრობდა - მისმა შუამავლობამ გაამართლა და გარღვევა მოხდა - იმ ფაქტის მიხედვით, რომ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ აიძულა ლიბანთან 10-დღიანი ზავი დაედო „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ირანმაც მიანიშნა, რომ სავაჭრო გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის ნებას მისცემს. შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტმაც, რომელსაც უყვარს ხოლმე თავისი სურვილების სინამდვილედ წარმოჩენა, ყველას გასაგონად გამოაცხადა, რომ სრუტე მზად არის გემების გასატარებლად და რომ ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანის გადაცემას.

აშშ-ის ასეთმა ნაადრევმა განცხადებებმა ირანი გააღიზიანა: თეირანმა დონალდ ტრამპის ნათქვამი კატეგორიულად უარყო. ისლამურ რეჟიმს არ სურდა, რომ მსოფლიოს ეფიქრა -  თითქოსდა ირანი კაპიტულაციას დათანხმდა. გარდა ამისა, ირანი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ამერიკა, თავის მხრივ, ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ მხარეს ისევ ბლოკავდა.

როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი სამშაბათს დილით ისლამაბადში გამგზავრებისთვის ემზადებოდა მოლაპარაკების მეორე რაუნდის გასამართავად, თეირანი დუმილს ინარჩუნებდა და არაფერს არ ამბობდა, გაგზავნიდა თუ არა თავის დელეგაციას ამერიკელებთან შესახვედრად. შეიქმნა საკმაოდ არასასიამოვნო გაურკვეველი სიტუაცია. პაკისტანელი შუამავლები გამალებულნი ცდილობდნენ შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის ძიებას, მაგრამ უკვე სამშაბათს საღამოს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ჯეიმს ვენსი არასადაც არ წავიდოდა.

ვალი ნასრის - ირანული ფესვების მქონე ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკისს და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის - თქმით, ირანში ბატონობს აზრი, რომ აშშ თამაშობს, ომს არ შეწყვეტს და ეს ყველაფერი მხოლოდ სამხედრო თეატრალური სპექტაკლებს წარმოადგენს. „ყველაფერი ისეა წარმოჩენილი, თითქოსდა ირანმა კაპიტულაცია გამოაცხადა. დონალდ ტრამპის ამგვარი ტრაბახი ირანის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით პრობლემებს უქმნის. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, თუ რამდენად სანდოა აშშ-ის მხარის ნაბიჯები“, - აღნიშნავს ვალი ნასრი.

დენ შაპიროს - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის - თქმით, პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით თვითონვე შეიყვანა ჩიხში საკუთარი თავი. „დონალდ ტრამპმა მიახლოებითაც კი ვერ განსაზღვრა, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა ირანი ომზე და არასწორად ფიქრობდა, რომ ომში სამხედრო უპირატესობა ყველაფერს წყვეტს. არადა, ხშირად პირიქით ხდება ხოლმე, რომ სამხედრო ძლიერებას სტრატეგიული გამარჯვება არ მოაქვს“, - ამბობს დენ შაპირო, რომელიც ახლა ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, - „ტრამპი, ალბათ, ფიქრობს, რომ მისი პოსტები სოციალურ ქსელში, რომლებსაც დიდი ასოებით ბეჭდავს და თან ძახილის ნიშნებს ურთავს, ირანს შეაშინებს და ხელებს მაღლა ააწევინებს... პირიქით, ტრამპის მუქარები მისი პანიკის ნიშანია და ირანელებს, ალბათ, მეტ სიმტკიცეს უნერგავს“.

დენ შაპიროს აზრით, დონალდ ტრამპის შანსები, რომ იგი შეძლებს ირანთან ბარაკ ობამას მიერ დადებული შეთანხმების (2015 წელს) მსგავსი დოკუმენტი გააფორმოს, „ამჟამად ძალიან დაბალია“. როგორც ცნობილია, ობამას მიერ დადებული [ლიბერალური] შეთანხმება ტრამპმა ჯერ კიდევ თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს გააუქმა და იმედი ჰქონდა, რომ ირანს აიძულებდა უპირობოდ უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე. სწორედ ეს იყო მისი მთავარი მიზანი ირანთან ომის დაწყების ჟამს.

„ახლა აშშ-სათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰორმუზის სრუტის სრული გახსნა... მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სხვა საკითხის მოგვარება სამომავლოდ გადაიდება“, - აღნიშნავს დენ შაპირო, - „ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული მხარეთა გაძლებაზე“.

მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, „გაძლება-ამტანობის შეჯიბრში“ ორივე მხარე რისკებზე მიდის და შესაძლოა უხეში შეცდომები დაუშვან.

მეთიუ სევილი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის (RUSI) წარმომადგენელი, ამბობს, მხარეები მანევრირებენ და ერთმანეთის ნაბიჯებს ელოდებიან. ირანელებს აქვთ გარკვეული უპირატესობა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით, მაგრამ შესაძლოა თეირანმა გარკვეულ მომენტში არასწორად  აღიქვას აშშ-ის პოზიცია და მცდარად ივარაუდოს, რომ დონალდ ტრამპს თამაშს მოუგებს. „ვაშინგტონისათვის რისკი იმაში გამოიხატება, რომ მას ჰგონია ირანს კოლოსალურ ზიანს მიაყენებს და ამით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს. შესაძლოა, ამერიკამ მართლაც გადადგას ასეთი ნაბიჯი [ირანის „ქვის საუკუნეში დასაბრუნებლად“], მაგრამ ისეთი ფასი დაუჯდება, რომელსაც საბოლოო ჯამში თეთრი სახლი თვითონვე ინანებს“.

წყარო:





მსგავსი სიახლეები
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ხვალ პაკისტანში გაემგზავრებიან
"წინასწარი დაზავების "შავი" ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია"-Financial Times
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
„როიტერი” - ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ფრიდრიხ მერცი - ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი გაწევრიანება შეუძლებელია
ფრიდრიხ მერცი - ყოვლისმომცველი შეთანხმების შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, ირანის მიმართ სანქციები შეამსუბუქოს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
პიტ ჰეგსეტი - ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ და ნავში ჩასხდნენ, ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მე უფრო ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ
რუსული ძალების მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
დონალდ ტრამპი - ირანს დრო მივეცი, მინდა, საუკეთესო გარიგება დავდო, ჩვენ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, მინდა, შეთანხმება მარადიული იყოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაკავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა