მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი

მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, საოცარი მსახურება იყო. ჩვენ ერთად ვართ, რაღაც განსხვავებულს, განსაკუთრებულს არ ვგრძნობთ, - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესია და ეს ნორმალურია.

„შეიძლება, სიმპათიებიც არსებობს, ესეც ნორმალურია, ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ყველა მღვდელმთავარი თავის არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი. 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი", - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

კითხვაზე, - შეიძლება თუ არა, შეიცვალოს ჩანაწერი პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებით? - მეუფე დოსითეოსი პასუხობს, რომ „თავის დროზე გაკეთებული ჩანაწერი დღეს, შეიძლება, სასურველი აღარ ყოფილიყო".

„იმ დროისთვის რატომ იყო, არ ვიცით. ყველა წესდება დროს პასუხობს და ახალი წესდება როცა შეიქმნება, ის დღევანდელ დღეს უპასუხებს, ალბათ ასე იქნება. სინოდი უფლებამოსილია ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა არ მგონია, მიზნად დაისახოს ის, რაც მის კომპეტენციაში არ არის. სხვა კრება უნდა იყოს, არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში უნდა მოხდეს ცვლილებები, ეს ცოტა რთული ამბავია", - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შეიძლება იყვნენ თუ არა პატრიარქობის კანდიდატები მეუფე ისაია და მეუფე დანიელი.

„დიდი პატივისცემა მეუფეებს, მაგრამ არ ვიცი. მე ერთი ადამიანი ვარ და ჩემი მოსაზრება, უხერხულია, რომ გავაჟღერო. ეს ჩემი პიროვნული, შინაგანი ამბავია და ახლა უხერხულია. კომისიის წევრიც ვარ და არ მაქვს უფლება, ვინმეს მხარი დავუჭირო. როგორც მღვდელმთავარი, სწორია, ჩემი შინაგანი ფიქრები შევინახო", - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

 





მსგავსი სიახლეები
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
PSP-ს კამპანიის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება