ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico

„განტევების ვაცის" წასვლის შემდეგ, ევროპა იძულებულია, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოს, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა „პოლიტიკო" აქვეყნებს.

გამოცემა წერს, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ.

„როდესაც ევროკავშირის ლიდერები კვიპროსზე ორდღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ, მათი განწყობა ისეთივე მზიანი იყო, როგორც თავად ეს ხმელთაშუა ზღვის კუნძული. ამის მიზეზი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არყოფნაა, რომელიც კოლეგებს 16 წლის განმავლობაში კოლეგებს პრობლემებს უქმნიდა", - წერს „პოლიტიკო".

თუმცა, გამოცემის ცნობით, ბლოკის ურთიერთდაცვის პუნქტზე, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და 1,8 ტრილიონი ევროს მოცულობის შვიდწლიან ბიუჯეტზე ინტენსიური მსჯელობის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს საბოლოოდ მოუწიათ საკუთარ თავთან გულწრფელობა, რომ მათი პრობლემები და აზრთა სხვადასხვაობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი ადამიანი.

„ორბანი გარკვეულ ასპექტებში ალბათ იყო „განტევების ვაცი" და ყველა მის ზურგს ეფარებოდა", - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალში ლიდერებს მოუწევთ, „თავიანთი განზრახვების შესახებ ღიად და გულწრფელად ისაუბრონ".

მედიის ინფორმაციით, პირველი უთანხმოება უკრაინის საკითხის განხილვისას გაჩნდა, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ლიდერი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერდა, მეორე ნაწილი კი ამ პროცესის წინააღმდეგი იყო.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ბლოკში კიევის სწრაფი გაწევრიანება „რეალისტური არ არის".

„პოლიტიკოს" ინფორმაციით, შემდეგი უთანხმოება ენერგეტიკის საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა.

კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა 23 აპრილს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს „მოკლევადიანი ზომები", რათა ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეულ გლობალურ ენერგეტიკულ შოკს გამკლავებოდნენ. თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ, ამ ზომების გადადება გადაწყვიტეს.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრებს დაავალა შეკრება და ერთ თვეში „ძალიან კონკრეტული წინადადებების წარდგენა". ნიკოს ქრისტოდულიდესი იმედოვნებს, რომ ივნისისთვის შეთანხმება იქნება მიღწეული.

 





მსგავსი სიახლეები
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე