დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა

 

თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის "საუბრის" "ფორმულა" ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს "განმანათლებლობის" ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

ზარდიაშვილი გიორგი თარგამაძისა და დოროთე ყურაშვილი საუბარს "იაფფასიან შოუს" უწოდებს და აცხადებს, რომ უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც.

"ცხადია, ერთობ უნიჭო და სულელური სპექტაკლი, უფრო სწორედ - იაფფასიანი შოუ გამოდის, რადგან მთლიანად, თავიდან ბოლომდე, უშნოდ იმიტაციურია და არავითარი, ოდნავ მაინც რელობასთან კავშირში მყოფი დასაყრდენი არ გააჩნია. მართლაც: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ქართველი ვოლტერი გახდეს, მაიმუნური მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა. ხოლო ამ დოროთესგან ისე არ გამოვა ქართველი მარტინ ლუთერი, როგორც ყველა გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური არ გამოითლება...

თანაც: 21-ე საუკუნეა და რაღა დროს "განმანათლებლობა" ანდა "რეფორმაციაა"? პოსტმოდერნიც კი დასრულდა და საუბარი მეტამოდერნის, ანუ "ბნელი განმანათლებლობის" კონსტრუირებაზე მიდის...

მაგრამ აბსოლუტურად აჯამი, გულქვა და რეგვენი უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც. ახლა "ბნელ განმანათლებლობაზე" გადადის და აპირებს, ხელოვნური ინტელექტი ყოვლისმცოდნე და ყოვისშემძლე ღმერთად შექმნას, ხოლო ადამიანი პოსტადამიანით ანუ კიბორგით შეცვალოს...საქართველოსთვის ეს "ტექნო-ღმერთი" არ ემეტებათ, ამიტომ ნაფტალინიდან ამოღებულ იდეებს გვთავაზობენ: ჯერ კლასიკური განმანათლებლობა და რეფორმაცია, "ლიბერალური დემოკრატია" და დანარჩენი მერეო.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი, ანუ დაობებული იდეების იმპლიმენტაცია საქართველოში, დიადი დასავლური ცივილიზაციის, ევროპული არჩევანის დროშებითა და დიდი ხნის წინ უკვე აშმორებული ლოზუნგებით კეთდება...

სასაცილოც კი არ არის: დოროთე - ქართული პროტესტანტიზმის მამათავრაიდ და თარგამაძე განმანათლებლად?!. ასეთია გამაოგნებელი ანაქრონიზმი, ყოვლად უშინაარსო იმიტაცია, რისი დანერგვაც აქა სურთ.

..."ლუთერა დოროთე" ხომ ბითურია და ბითური, აი გოთვერანი თარგამაძე კი იმდენად დისკვალიფიცირდა, რომ ვოლტერობას ვინღა ჩივის, გაიძვერა ხვლიკობასაც, რაც ბუნებით არის კიდეც, ვეღარ ქაჩავს. ხვლიკი რომ გამაიმუნდება, იმას გავს," - წერს ზარდიაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა
დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე - ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
,,ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის''-ბიზნესმენი ბექა გონაშვილი
,,ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი''- ბიძინა გიორგობიანი
განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ -ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე
ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ძლიერი საქართველო – ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს“- „ძლიერი საქართველო – ლელო“
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?
გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციას და დემაგოგიას ვისმენთ, რომ ევროკავშირის ელჩისგან საფრთხე შექმნან, სინამდვილეში, საფრთხე თავად „ოცნებაა“
მაკა ბოჭორიშვილი - გეოპოლიტიკური კითხვაა, რა გვინდა მომავალში, შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ, ამაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ
ლევან მაჭავარიანი - ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკთან და ფიშერთან რადიკალების სტუმრობები ძალიან ხშირია, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს
ნიკა გვარამია - 10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას
თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს
ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება
ირაკლი კობახიძე - ზურაბ პატარაძე იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე დიდ წარმატებებს მიაღწევს