,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე

 

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან. მიზანი - ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა. 

რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. შეხვედრები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.  

"კანონი არ იქმნება იმისთვის, რომ რეპრესიული იყოს ან ვინმეს რაღაც პასუხი მოეთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი - ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს, და რისი პრევენცია, გარკვეული დარღვევის. მაგალითად, შეიძლება 10 ადამიანი დადგეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელები რომ ჩავკიდოთ ერთმანეთს და მაგალითად გზა გადავკეტოთ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? ფიზიკურად ეს შეგვიძლია. მაგრამ ავიღოთ 1 ქვეყნის მაგალითი მაინც, სადაც შესაძლებელია, რომ 300 რაღაც დღის განმავლობაში, შეიძლება 400-ზეც არიან ასულები უკვე, აღარ მახსოვს, თვითონ ითვლიან ხოლმე, ამ ბუღალტერიაში თვითონ არიან შესულები, უბრალოდ, ვიძალადოთ 50-100-მა ადამიანმა მილიონ ორასი ათასზე. ერთი ქვეყნის მაგალითი ამისი არსებობს? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე რომ მინდა რაღაცის გაკეთება, მაინც და მაინც ისე უნდა გავაკეთო ნებისმიერი რამე, რომ სხვას პრობლემა შევუქმნა? თუ შემთხვევით ასე მუშაობს ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა
დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე - ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
,,ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის''-ბიზნესმენი ბექა გონაშვილი
,,ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი''- ბიძინა გიორგობიანი
განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ -ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე
ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ძლიერი საქართველო – ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს“- „ძლიერი საქართველო – ლელო“
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?
გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციას და დემაგოგიას ვისმენთ, რომ ევროკავშირის ელჩისგან საფრთხე შექმნან, სინამდვილეში, საფრთხე თავად „ოცნებაა“
მაკა ბოჭორიშვილი - გეოპოლიტიკური კითხვაა, რა გვინდა მომავალში, შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ, ამაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ
ლევან მაჭავარიანი - ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკთან და ფიშერთან რადიკალების სტუმრობები ძალიან ხშირია, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს
ნიკა გვარამია - 10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას
თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს
ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება
ირაკლი კობახიძე - ზურაბ პატარაძე იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე დიდ წარმატებებს მიაღწევს