,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის" ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას" „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა.
„ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის" ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეგზარქოსი პავლეს მიერ ქართველი ერის დაწყევლის ფაქტი. მან რუსულ ენაზე დაწყევლა ქართველი ხალხი და ახლა ჰერჩინსკი ინგლისურ ენაზე აყენებს შეურაცხყოფას ქართველებს. რაც ჰქონდა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიას, ახლა უკვე საჯაროდ ავლენენ ამ ზიზღს ქართველი ხალხის მიმართ.
როდესაც შენ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ იმით, რომ 27 ელჩი მოგყავს იუსტიციის მინისტრთან და ვითომ სააკაშვილი კვდება, დემარშს აკეთებ, ბოდიში მოიხადა? არამცთუ არ მოკვდა სააკაშვილი, არამედ მსოფლიო პოლიტიკას განაგებს მისი აზრით. მშვენივრად გამოიყურება. მოიხადა ბოდიში? არ მოიხადა. როდესაც მან თქვა, საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზასო, როდესაც თავად რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეს განცხადება გაკეთებული, მოიხადა ამასთან დაკავშირებით ბოდიში? არ მოიხადა.
ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის" გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით. უბრალოდ ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში არიან, როდესაც ცდილობენ ტალახი ესროლონ ქართულ საზოგადოებას ", - აღნიშნა მან.
ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".
მსგავსი სიახლეები
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვასიტყვითაც იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით
,, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის''- ირაკლი კობახიძე
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან - ირაკლი კობახიძე
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა
დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე - ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
,,ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის''-ბიზნესმენი ბექა გონაშვილი
,,ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი''- ბიძინა გიორგობიანი
განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ -ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე
ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ძლიერი საქართველო – ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს“- „ძლიერი საქართველო – ლელო“
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?
გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციას და დემაგოგიას ვისმენთ, რომ ევროკავშირის ელჩისგან საფრთხე შექმნან, სინამდვილეში, საფრთხე თავად „ოცნებაა“