27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

საერთო ინტერესები და ერთობლივი საქმე ოჯახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის და თქვენს კავშირს განამტკიცებს. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და გრძნობების გამოვლენა ნუ მოგერიდებათ. დღეს ძველი ნაცნობისგან გაიგებთ ამბავს, რომელიც თქვენს ახლობლებს ეხება, თუმცა მას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ.

სამსახურში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, რომელიც ემოციურ წონასწორობას დაგაკარგვინებთ, მაგრამ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადეთ, რადგან შესაძლოა ახალი, მოულოდნელი გარემოებები გამოიკვეთოს. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიაკითხეთ.

კურო

დრო გამონახეთ უფროსი ნათესავების მოსანახულებლად - მათ თქვენი სტუმრობა ძალიან გაახარებთ. ამ დღეს დაგეგმილი მივლინება სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ რამდენიმე დღით გადაიტანოთ. ამ პერიოდში ხარჯების შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - შესაძლოა მნიშვნელოვანი საქმე გაგიჩნდეთ, რომელიც ფინანსებს მოითხოვს.

საქმიან სფეროში ყველაფერი კარგადაა, თუმცა შესაძლოა, ჯანმრთელობამ გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეცადეთ საღამო მშვიდად გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

ტყუპები

ეცადეთ, პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისგან გამიჯნოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები - თქვენი ბუტიაობის თუ უნდობლობის გამო შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა დაიძაბოს. თუ კოლეგასთან საკუთარი უნარებითა და მიღწეული შედეგებით თავის მოწონებას და გაჯიბრებას დაიწყებთ, ადრე თუ გვიან ყველაფერი კონფლიქტით დამთავრდება. ნუ დაკარგავთ სიფხიზლეს და ნუ მისცემთ მოვლენებს საშუალებას, რომ დაგეგმილი კურსიდან გადაგახვევინოთ.

თუ უძილობა შეგაწუხებთ, მოერიდეთ საძილე საშუალებებს, რომლებიც მიჩვევას იწვევს. სჯობს ძილის მოწესრიგება ხალხური სამკურნალო საშუალებებით სცადოთ.

კირჩხიბი

თქვენი ნიშნის ზოგი წარმომადგენლისთვის შესაძლოა ახალი სასიყვარულო თავგადასავალი დაიწყოს. ამ დღეს სტუმრების მიღება არასასურველია - სავარაუდოდ, მათი ვიზიტით უკმაყოფილო დარჩებით. ამ დღეს წვრილმანებს ნებისმიერ საქმეში ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან საქმის საბოლოო შედეგი სწორედ მათზეა დამოკიდებული.

ეს დღე ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასასრულებლად. თუ არ იზარმაცებთ ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებას ან სამომავლო წარმატებისთვის საფუძვლის ჩაყრას შეძლებთ. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის; თუ სავარჯიშო დარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, ეცადეთ სახლის პირობებში ივარჯიშოთ.

ლომი

ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ საქმეებს დაუთმოთ - შესაძლოა ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ. სამსახურში სრული წესრიგია, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფალი დრო პიროვნულ განვითარებას ან ახლობლების მონახულებას დაუთმოთ. ამ დღეს ხარჯების კონტროლი ადვილი არ იქნება, რადგან თხოვნაზე უარის თქმას ვერ შეძლებთ.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების გართულებები. მოერიდეთ შემწვარ საკვებსა და ცომეულს.

ქალწული

საუკეთესო დროა ახალი ურთიერთობების დაწყებისა და არსებული კავშირის გაუმჯობესებისთვის. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს და ეს ენერგია ასმაგად დაგიბრუნდებათ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენს გამოწვევას და კონფლიქტში ჩართვას ცდილობს, სჯობს გაერიდოთ.

პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფინანსური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, ამ დღეს საქონლის საბითუმო შესყიდვებზე უარი თქვით.

ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას ნუ ეცდებით და ნაცადი ხერხებით იმოქმედეთ. ამ დღეს თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ მენიუ ფრთხილად უნდა შეარჩიოთ.

სასწორი

თამამად გამოხატეთ გრძნობები - ამან შეიძლება მოულოდნელი და მშვენიერი ცვლილებები მოიტანოს. ამ დღეს ოჯახურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საბუთებისა და საქმეების მოგვარება მოგიწევთ და შესაძლოა, გამოცდილი ადამიანის ან იურისტის დახმარება დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო ვარიანტი კარგად შეისწავლეთ. ახალი შენაძენი ისეთი წარმატებული არ იქნება, როგორიც თავიდან გეგონათ, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, გული არ გაიტეხოთ.

ჟანგბადის ნაკლებობა თქვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და მოვლენების ანალიზის უნარზე უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომ დროდადრო, ბუნებაში გასვლა გჭირდებათ.

მორიელი

დაკარგულ პერსპექტივებზე ნუ იდარდებთ. უსმინეთ საკუთარ გულს და შეცდომის დაშვების ნუ შეგეშინდებათ. თქვენი ფეთქებადი ხასიათი პარტნიორთან უმიზეზო კამათს გამოიწვევს. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი მოტყუება სცადონ, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ! ფულთან და საბუთებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა არ გაჭიანურდეს. თუ საკუთარ სიმართლეში ეჭვი გეპარებათ, სპეციალისტს მიმართეთ.

ახლა სამედიცინო პროცედურების დასაწყებად არახელსაყრელი დროა - სჯობს ცოტა დაიცადოთ, სანამ მარსისა და სატურნის აქტივობა არ იკლებს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ენერგიას უაზრო საუბრებზე ნუ დახარჯავთ.

მშვილდოსანი

თუ ამ დღეს რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ, ის მგზნებარე და ვნებიანი, მაგრამ ძალიან ხანმოკლე იქნება. შესაძლოა, სხვების გამო საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა მოგიწიოთ, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს - დღევანდელი დღე ქველმოქმედების და ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვისთვის ხელსაყრელია.

ფიზიკურმა მდგომარეობამ შეიძლება შეგახსენოთ, რომ თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება. ამ დღის დევიზია „სპორტი სიცოცხლეა" - მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

თხის რქა

ასტროლოგები ქალბატონებს აფრთხილებენ, რომ სასიყვარულო გატაცება შესაძლოა მალე დასრულდეს და ამას უნდა შეეგუოთ. მამაკაცებს კი სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სწორი გადაწყვეტილება წარმატების პერსპექტივებს გაზრდის. დღის მეორე ნახევარში შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანებმაც კი გაგაღიზიანოთ. ეცადეთ განმარტოვდეთ და შინაგანი წონასწორობა აღიდგინოთ.

ხელსაყრელი დღეა ლამაზი ნივთებისა და ფუფუნების საგნების შესაძენად, თუმცა დაფიქრდით, ისინი ნამდვილად გჭირდებათ? მკაცრ დიეტას მოერიდეთ. თუ წონაში დაკლება გსურთ, სჯობს ულუფები ნელ-ნელა შეამციროთ.

მერწყული

დღეს შესაძლოა საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. იყავით ღია სიახლეებისა და ახალი გამოცდილების მიმართ. საოჯახო საქმეები თქვენს ჩართულობას მოითხოვს, ეცადეთ ოჯახის წევრებს იმედი არ გაუცრუოთ. გარემოებები თანამშრომლობასა და იდეების გაცვლას ხელს უწყობს. ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა დიდ დივიდენდებს ნუ ელოდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ.

საკუთარ თავს სხვისი ემოციებით ნუ გადატვირთავთ. ახლა თქვენთვის შინაგანი სიმშვიდე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარშემომყოფების სიამოვნება.ზომიერი კვება კარგი განწყობის საწინდარია, თუმცა ასტროლოგები კვებაში ზედმეტ შეზღუდვას არ გირჩევენ.

თევზები

არსებობს შანსი, რომ მგზავრობისას რჩეული იპოვოთ. პოტენციურ თაყვანისმცემლებს ხელს ნუ კრავთ, თუმცა ნურც დაახლოებას იჩქარებთ. კარგი დროა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საკითხების მოსაგვარებლად - შეგიძლიათ პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი კარგად აწონ-დაწონეთ. ბიზნესმენებს წინააღმდეგობის გადალახვაში ცივი გონება და სიტუაციის რაციონალური შეფასება დაეხმარება.

თუ ალერგიული ხართ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლს, ქიმიურ ნივთიერებებსა და საღებავებს მოერიდეთ. კვებაშიც ზომიერება გმართებთ - მაღალკალორიული საჭმელი და დელიკატესები შესაძლოა ორგანიზმისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
PSP-ს კამპანიის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს