გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია

 

„არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე", - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, ამის მიზეზი არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან.

„რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს და ზოგადად, ჩვენს მისწრაფებას, დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამას ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ ვამბობთ, ჩვენ ვიცით რა არის ევროპული სტანდარტი. ეს არ არის ის, რასაც ქადაგებს დღევანდელი ზოგიერთი ხელმძღვანელი ევროპული ქვეყნების. ფაქტია, რომ დამოკიდებულება ბრიუსელისა განპირობებულია იმ მხარდაჭერით, რაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან აქვთ, მაგრამ ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს თავის წესდებაში უწერია.

აქ უნდა იყოს თანამშრომლობა, თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, მაგრამ არავინ ბრმა არ არის, დავინახეთ, რომ რა თანხაც შემოვიდა, ეს თანხა მოხმარდა იმას, რაზეც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები პირდაპირ მიუთითებენ. ამბობენ, პირდაპირ საჭიროა, რომ ბომბები ცვიოდეს. უკვე მოყირჭებული აქვს ხალხს ეგ გამონათქვამები - ბომბები ცვიოდეს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. ეს ყველაფერი ხომ თქვეს და ამისთვის ხომ შემოვიდა უშველებელი რესურსი.

ჩვენ ხომ დავინახეთ, ღობე გადავარდა, ღობე მორყეული იყო თუ რაღაც სისულელე. ასეც რომ იყოს რა? იმ ღობეს მე მივაწექი? არ იყო მცდელობა? ღობეს დააბრალეს რევოლუცია, ასეთი რამე გაგიგიათ? მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ამისწინ, პარალელურად რაღაც პროცესები ვითარდება და აღკვეთეს ეს პროცესები. იქ იარაღიც იყო და ასაფეთქებელი. უშველებელი რაოდენობის მასალები იყო შემოტანილი საქართველოში. რას გვერჩიან. დღესაც მქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრა, მთავარი შეკითხვა არის რატომ? რა მიზეზია, რას არ ვაკეთებთ. ამაზე არც ჰერჩინსკის ბოლო განცხადებაში და არც იმის წინა, მუქარის განცხადებაში არაფერი უთქვამს. არ ემორჩილები, რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე. თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, მიზეზი ამის არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან", - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია ყველა ის სტანდარტი დაიცვას, რომელიც მაღალ რეიტინგებს განაპირობებს.

„რაც შეეხება დამოკიდებულებას, ევროინტეგრაცია გვაწყობს, გვინდა, საჭიროა. დღეს რა ხელისუფლებები არსებობენ, ამის მიუხედავად თანამშრომლობაც, ეკონომიკაც, მართვის სისტემაც, განათლების სისტემაც და ყველა საკითხი არის ჩვენს სისხლხორცეულ ინტერესებში. ახლა იქიდან თუ ვიღაც სწორად არ გვექცევა დღეს, თუ ეს დღეს ასეა, ხვალაც ასე არ იქნება.

ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხის წინაშე ყველა ის სტანდარტი დავიცვათ, რომელიც იმ მაღალ რეიტინგებს განაპირობებს, რაც არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არ აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას", - აღნიშნა მან.

 

 





მსგავსი სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო
მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა
საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ნიკა გვარამია - ალიანსში პროცესები რთულია, არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ალიანსის შენარჩუნებაა
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვასიტყვითაც იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით
,, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის''- ირაკლი კობახიძე
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან - ირაკლი კობახიძე
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა
დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე - ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
,,ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის''-ბიზნესმენი ბექა გონაშვილი
,,ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი''- ბიძინა გიორგობიანი