გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი

 

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატმა განმარტა, რომ პროცედურულად საჭირო გახდა ძველი სარჩელის გამოტანა და მასში ერთი პარტიის დამატება, რის გამოც სარჩელის განხილვის ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. მოგეხსენებათ, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც-" განაცხადა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მალე დაწყება მნიშნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაკვეთა შესრულდეს.

„პროცედურულად მოგვიწია საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის გამოტანა, ერთი პარტიის დამატება და შემდგომ კვლავ სარჩელის შეტანა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ვადა თავიდან აითვლება. ერთი მხრივ, კარგი ისაა, რომ გამოჩნდა პარტია, რომელიც დაემატა ამ სარჩელს, მეორე მხრივ, ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს და კანონისა და ვადების ფარგლებში განიხილავს ამ პროცესს. 9 თვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვადის ამოწურვისას უნდა მოხდეს სარჩელის განხილვა. ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. იცით, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც.

რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, კანონისა და მასში მითითებული ვადების გათვალისწინებით, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი, რადგან კარგად ვიცით, რომ საზოგადოებამ არაერთხელ უთხრა ხელისუფლებასა და „ხალხის ძალას" - თუ ამბობთ და რეალობაა ეს, და არსებობს კომისიისა და საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები, რომ „ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, ეს პარტიები უნდა გაუქმდეს. თუ ეს არ მოხდება, აქ საქმე არა მხოლოდ ცივილიზაციურ თამაშთან და კოჰაბიტაციასთან გვექნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა (კომისიაზე „ხალხის ძალაც" იყო წარმოდგენილი), არის საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით სავსე და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ამის დაკვეთა, რადგან ადამიანი როცა ხმას გაძლევს არჩევნებზე, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირებები გადადო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო
მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა
საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ნიკა გვარამია - ალიანსში პროცესები რთულია, არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ალიანსის შენარჩუნებაა
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვასიტყვითაც იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით
,, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის''- ირაკლი კობახიძე
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან - ირაკლი კობახიძე
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა
დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე - ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს
,,ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის''-ბიზნესმენი ბექა გონაშვილი
,,ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი''- ბიძინა გიორგობიანი