„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით“- თეთრი სახლის სპიკერი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა მოუწოდა „დემოკრატებს", გადახედონ ტრამპის მიმართ „უსამართლო და კონფრონტაციულ რიტორიკას".
„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით", - განაცხადა ლევიტმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
„ეს პოლიტიკური ძალადობა სათავეს იღებს მისი და მისი მხარდამჭერების სისტემური დემონიზაციიდან კომენტატორების, „დემოკრატიული პარტიის" არჩეული წევრებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან", - აღნიშნა მან.
ლევიტის თქმით, რიტორიკა, რომელიც ტრამპს ჰიტლერს ადარებს, „აღვივებს მსგავს ძალადობას".
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის წინააღმდეგ უკვე მკვლელობის სამი მცდელობა განხორციელდა.
მისივე განცხადებით, „დემოკრატიულმა პარტიამ" ქვეყანას თავს მოახვია მოსაზრება, თითქოს ტრამპი „ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".
„ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს აჯერებენ, რომ ეს სიტყვები სიმართლეა, რის შემდეგაც ისინი ამის საფუძველზე მოქმედებენ", - დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება
„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით“- თეთრი სახლის სპიკერი
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა
შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს - Reuters
ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია
Reuters: უნგრეთი და ევროკავშირი დაბლოკილი მილიარდების გამოთავისუფლების პირობებს განიხილავენ
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა
ვლადიმერ პუტინი აბას არაღჩის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ფრიდრიხ მერცი - ზელენსკის ჰქონდა ევროკავშირში 2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანების იდეა, ეს არ გამოვა, არც 2028 წლის პირველი იანვარია რეალისტური
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა
დონალდ ტრამპი - სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა, მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს
სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა
,,უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს - „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა