28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს მნიშვნელოვანია ახლობლებს უხეშად არ მიმართოთ და ბავშვებს არ გაუბრაზდეთ. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს დღეებში გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
თუ უფროსი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ, ეცადეთ, ახალი პროექტის წარმატებისთვის თქვენი შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები მაქსიმალურად გამოიყენოთ. მალე გარემოებები ისე იდეალურად განვითარდება, რომ გარშემომყოფებს თქვენი შეშურდებათ კიდეც. ვარსკვლავების რჩევაა, საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ისაუბროთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. ნუ გადაიღლებით -გაუაზრებელმა დატვირთვამ შესაძლოა კუნთების სპაზმი გამოიწვიოს.
კურო
ამ დღეს თქვენ ამოცანაა, რომ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება თავიდან აირიდოთ. ყველაფერში ნაკლსა და შეუსაბამობებს ნუ ეძებთ - ეცადეთ, საკუთარ თავში „კრიტიკოსი" გამორთოთ. სასურველია, რომ ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ.
შესაძლოა, გამოცდილი ადამიანების დახმარებით დიდი თანხის გამომუშავება შეძლოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა ჯერჯერობით არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, თხოვნა ნუ მოგერიდებათ.
ტყუპები
ოჯახის წევრებისთვის პრეტენზიების წაყენებას ჯობია საკუთარი ქმედებები აკრიტიკოთ. გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ - ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.
სამსახურში მცირე შეცდომამ შეიძლება ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის შელახვა გამოიწვიოს. დაუსრულებელი შენიშვნებით კოლეგების გაღიზიანება გარდაუვალ კონფრონტაციამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ. ფრთხილად იყავით საჭესთან - არსებობს საგზაო შემთხვევის რისკი.
კირჩხიბი
ეცადეთ „გვერდიდან" შეხედოთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ და რისკენაც ისწრაფვით. ზოგჯერ პრიორიტეტების შეცვლა საკმარისია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პირად ცხოვრებაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, თუ არ გსურთ, რომ საყოველთაო განხილვის თემა გახდეს.
ეცადეთ, უფროსობასთან და თანამშრომლებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა შეინარჩუნოთ - ამით საკუთარ ავტორიტეტს გაამყარებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ხარისხიანი ნივთი შეღავათიან ფასად შეიძინოთ. ტონუსის შესანარჩუნებლად მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით და დროულად დაიძინეთ.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად არც ისე ხელსაყრელი დროა. შესაძლოა, თაყვანისმცემელმა იმედები გაგიცრუოთ. დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, რაც ლომის თანავარსკვლავედში მერკურის გადასვლას უკავშირდება. სამსახურში მოსალოდნელია ახალი და მოულოდნელი შეთავაზებები. რამდენიმე საქმის ერთდროულად დაწყება ნუ შეგაშინებთ - ყველაფერს მოასწრებთ.
ვალებისა და ზედმეტი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ. აგრესიული სატურნი ენერგიას გამოგაცლით, რაც მიმდინარე საქმეების დასრულებას გაართულებს.
ქალწული
იმის მიუხედავად, თუ რა გადაიტანეთ ბოლო დროს, დროა საყვარელ ადამიანთან გულახდილად ისაუბროთ. ნუ ენდობით ყველა სიტყვას - გარშემო მყოფებიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
სამუშაო პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს - უფროსი რთულ დავალებას მოგცემთ, რომელიც მოკლე ვადებში უნდა შესრულდეს. მერკური გწყალობთ და იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან გარკვეული თანხა მოიგოთ. მნიშვნელოვანი პროექტები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ - ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. განმარტოება და მშვიდი დასვენება ყოველდღიური პრობლემებისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ეცადეთ, სამყაროსა და ადამიანების მიმართ უფრო გახსნილი იყოთ. თუ ბავშვები ძალიან გაბრაზებენ, მათი გაკიცხვის ნაცვლად სჯობს, მათ ასაკში საკუთარი თავი გაიხსენოთ. ნუთუ თქვენ მუდმივი აკრძალვები და საყვედურები მოგწონდათ?
მარსის გავლენა იზრდება, რაც ტრავმების რისკს ზრდის - სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ!
პარტნიორის თხოვნას მეტი ყურადღება მიაქციეთ - ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.
მორიელი
ვარსკვლავები ჯადოსნურ გარემოში რომანტიკულ შეხვედრას გპირდებიან. გაითვალისწინეთ, რომ ამ საღამოს ფორმაში უნდა იყოთ! დღის ბოლოს თავს შეგახსენებთ ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
შესაძლოა, მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ დროა უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვის ჩვევისგან გათავისუფლდეთ. მწერის ნაკბენის ან უცხო კერძის გამო მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია.
მშვილდოსანი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ მასში მეტი სიახლე შეიტანოთ. კამათისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კომპრომისი ეძებეთ - ურთიერთგაგება და მხარდაჭერა თქვენს კავშირს განამტკიცებს. დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ხანმოკლე ფლირტი, რომელმაც შეიძლება თქვენს ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას?
ვარსკვლავები ამბობენ, რომ მალე ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობას გამოიჩენს, თუმცა არავინ იცის ეს ხელფასზე აისახება თუ უბრალოდ მოვალეობები გაგეზრდებათ. თავი შეიკავეთ სხვისი ფინანსური პრობლემების განხილვისგან, როცა საკუთარიც თავზე საყრელად გაქვთ.
თხის რქა
გრძნობდეთ გულით, მაგრამ ხედავდეთ გონებით - ესაა ვარსკვლავების მთავარი რჩევა უახლოესი მომავლისთვის. ოჯახში წინააღმდეგობები გარდაუვალია, თუმცა მშვიდობიანი გამოსავლის პოვნას შეძლებთ. საღამო ხელსაყრელია გულახდილი საუბრებისთვის. თქვენი განწყობა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, განიჭებთ თუ არა სიამოვნებას საქმე, რომელსაც აკეთებთ.
ახლო მომავალში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კაპრიზს უნდა აჰყვეთ. ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.
მერწყული
ემოციები აკონტროლეთ - მარსისა და სატურნის ტრინი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ! მეგობრების სტუმრობა ან საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი განწყობას გაგიუმჯობესებთ და მოდუნების საშუალებას მოგცემთ.
გირჩევთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - შესაძლოა, ეს ბედის მინიშნება იყოს. ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია. შესაძლოა საღამოს ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ. ნუ დააყოვნებთ, ექიმს დროულად მიმართეთ.
თევზები
თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, დღეს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან. იყავით ღია შესაძლებლობებისთვის და პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. სავარაუდოდ, ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა არ გაგახარებთ, მაგრამ ეცადეთ საკითხს ფილოსოფიურად მიუდგეთ.
თუ ახალ სამსახურს ეძებთ, რეზიუმეების დასაგზავნად ან გასაუბრებებისთვის საუკეთესო დღეა. საღამოს თავს მორალური დასვენების უფლება მიეცით, დამშვიდდით და მტკივნეული თემები ფხიზელი გონებით გააანალიზეთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.
მსგავსი სიახლეები
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
PSP-ს კამპანიის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება