მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს

ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მეუფე ზენონმა აღნიშნა, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.

„ამ წუთს მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.

ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა მეუფე ზენონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხებოდა თუ არა ეს უმაღლეს სასულიერო განათლებასაც, მეუფე ზენონმა აღნიშნა: „დიახ, გარკვეული ნაწილი ამას ასე განიხილავს".

 





მსგავსი სიახლეები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი