საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას ესწრება 38 მღვდელმთავარი. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით - არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის - საკუთარი კანდიდატურაც.
სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
ამასთან, გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით - კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
კრების გამართვის თარიღი სინოდმა, შესაძლოა, დღესვე დაადგინოს, თუმცა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, არ არის აუცილებელი, რომ დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა. ამასთან, მისივე თქმით, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.
მსგავსი სიახლეები
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი