ალექსანდრ ვუჩიჩი - დასავლელი პოლიტიკოსები სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“, შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე?
დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ" და შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, იგივე უნდა უთხრან უკრაინელებს ყირიმის საკითხზე, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პოდკასტში - The Rest Is Politics განაცხადა.
„თქვენ გვეუბნებით: არ გაიხედოთ წარსულისკენ, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე - რატომ იხედებით წარსულისკენ, 2014 წელს დაკარგეთ ყირიმი, რატომ მიიჩნევთ მას კვლავ თქვენს ტერიტორიად? ამას თქვენ არასდროს გააკეთებთ. მსგავსი არაფერი მომისმენია დასავლეთის მრავალი ოფიციალური პირისგან", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ ქვეყანას უბიძგა ანალოგიური ქმედებებისკენ.
„მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მოქმედებები სუვერენული ერების წინააღმდეგ და საზღვრების შეცვლა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა სერბეთის შემთხვევაში. სწორედ ამ დროს გაიხსნა პანდორას ყუთი", - განაცხადა ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ დასავლური მედია და საჯარო სივრცე აყალიბებს დამახინჯებულ აღქმას მსოფლიოში რუსეთისა და დასავლეთის როლის შესახებ. მისივე თქმით, სერბეთი საკუთარ თავს არ მიიჩნევს „რუსეთის მარიონეტად" და არც საკუთარ ქვეყანას განიხილავს „ბოროტების შუქურად".
„ბოლო ოთხწელიწად-ნახევარი მესმოდა პრესიდან - აი, პატარა სერბეთი, ეს რუსეთის მარიონეტები დაიწყებენ ომს ბალკანეთში ვინმეს წინააღმდეგ, რომ გადაიტანონ ჩვენი ყურადღება რუსეთისგან. ეს ოთხწელიწად-ნახევარი მესმოდა და დღემდე ბოდიში არ გამიგია", - აცხადებს ვუჩიჩი.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, ირანი უფრო ფართომასშტაბიანი საპასუხო დარტყმებით იმუქრება - Abc News
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
„რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საწვავის ფასები თუ მაღალი დარჩება, ევროპული ავიაკომპანიები, შესაძლოა, გაკოტრდნენ
ზელენსკი იარაღის ექსპორტს იწყებს
დონალდ ტრამპი - აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საუკუნეების განმავლობაში ამერიკელებს ბრიტანელებზე ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ
,,ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ''- უკრაინული მედია
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს
ნავთობის ფასი ბარელზე 110 დოლარს აჭარბებს, ფასების ზრდა კი "ფიზიკური დეფიციტით" არის განპირობებული - CNN
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ თვალწინ ყალიბდება გლობალური განვითარების უფრო რთული, მრავალპოლარული არქიტექტურა
ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს - „რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა პასუხისმგებლობას იწვევს“
აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე გახსნაზე იქნება ორიენტირებული-CNN
ათენის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
ალექსანდრ ვუჩიჩი - დასავლელი პოლიტიკოსები სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“, შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე?
მაია სანდუ - რუმინეთთან შეერთებამ მოლდოვას, შესაძლოა, ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს
ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 84 კი დაშავდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება
„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით“- თეთრი სახლის სპიკერი
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა
შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს - Reuters