ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარებაზე. დეპუტატმა წარმოადგინა ამერიკის კონგრესის ანგარიში და თქვა, რომ ის ამხელს მედიის ცენზურასა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ იმავე სქემებით ევროპული სტრუქტურები 2024 წლიდან დღემდე მოქმედებენ საქართველოში:
„ანგარიში ამხელს მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმავე სქემებით, რომლებსაც ჩვენ 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვგრძნობთ. ჰერჩინსკის მინდა ვკითხო: რა პასუხი აქვს მას თავისივე დასავლელი პარტნიორების, ამერიკელი კონგრესმენების ამ მხილებაზე?" - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში დეტალურად აღწერილია, თუ როგორ ერეოდნენ ევროპული სტრუქტურები NGO-ების საშუალებით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში.
„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი იყო დაბარებული იმ შეურაცხყოფისათვის, რაც იკადრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ, გამაოგნებელი ის იყო, რომ უტიფრად, კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა. სწორედ ამიტომ, მე დღეს ხელში მიჭირავს რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული 160-გვერდიანი დასკვნა. ეს დოკუმენტი არის პასუხი იმაზე, თუ ვინ ახდენს დემოკრატიის სახელით ცენზურის დაკანონებას და ადამიანის უფლებების იარაღად გამოყენებას. აქ დეტალურადაა აღწერილი, როგორ ერეოდნენ ევროპული სტრუქტურები NGO-ების მეშვეობით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში, როგორი სქემა მოქმედებდა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რა მასშტაბის სინდიკატთან გვაქვს საქმე.
ანგარიში ამხელს მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმავე სქემებით, რომლებსაც ჩვენ 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვგრძნობთ. როდესაც ელჩი დღეს ჩვენს ქვეყანას ადანაშაულებს, მინდა ვკითხო: რა პასუხი აქვს მას თავისივე დასავლელი პარტნიორების, ამერიკელი კონგრესმენების ამ მხილებაზე? არ ვიცი, ეს დოკუმენტი გამოიყენა თუ არა ქალბატონმა მაკამ გუშინ ჰერჩინსკისთან საუბარში, თუმცა ყველა ჩვენ დაუძინებელ მეგობართან სწორედ ამ დოკუმენტით უნდა დავიწყოთ საუბარი. თუ პარიზსა და ბერლინში ცენზურა და პოლიტიკური ინსინუაცია დესტრუქციულია, თბილისში კონსტრუქტიულად როგორ ჩაითვლება?! ასე რომ, ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!" - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში
ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე
ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ
თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა, არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ვიცით, მისი უფროსია კაია კალასი
ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა
უცხოური კომპანიებს უნდა ჩავუდოთ პირობებში, რომ რაღაც პროცენტით, აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც - დავით აბულაძე
"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი
რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო
მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა
საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ნიკა გვარამია - ალიანსში პროცესები რთულია, არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ალიანსის შენარჩუნებაა
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი