ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს - „რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა პასუხისმგებლობას იწვევს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს.

ზელენსკის მტკიცებით, რუსეთი სისტემატურად იტაცებს მარცვლეულს დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან და ორგანიზებას უწევს ასეთი მარცვლეულის გატანას ოკუპანტებთან დაკავშირებული პირების მიერ.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელიც იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს. ისრაელის პორტში ასეთი მარცვლეულის გადამტანი კიდევ ერთი გემი ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება, იყოს სუფთა ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ, არ შეიძლება, არ იცოდეს, რომელი გემები და რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში. ასეთი ტრანზაქციები არღვევს თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონებს. უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ზომა მიიღო მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთი ასეთი გემი არ გაჩერებულა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის მტკიცებით, უკრაინა, სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს სანქციების შესაბამის პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც ამ მარცვლეულის უშუალოდ ტრანსპორტირებას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში შევიდა გემი, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით იყო დატვირთული. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყებაში ისრაელის ელჩი დაიბარეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ბრალდება არ წარმოადგენს მტკიცებულებას და ისრაელს არ წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ისრაელის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რუსეთს დაეხმარნენ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობაში.

უკრაინის საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საქმე ეხება პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, „პანორმიტისს", რომელიც ჰაიფას მახლობლად მდებარე წყლებში შევიდა. სავარაუდოდ, „პანორმიტისს" 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადააქვს.

უკრაინელი საგამოძიებო ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს თქმით, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, „პანორმიტისი" მარცვლეულით დატვირთეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვა გემებიდან გადაზიდვის გზით. გემი ჰაიფას პორტისგენ გაემგზავრა რუსეთის კრასნოდარის მხარის „კავკაზის" პორტიდან.

კიევი მოპარულად მიიჩნევს დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპორჟიეში წარმოებულ ყველა მარცვლეულს, რომლებსაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ რეგიონებად მიიჩნევს, ასევე ყირიმში, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, ირანი უფრო ფართომასშტაბიანი საპასუხო დარტყმებით იმუქრება - Abc News
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
„რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საწვავის ფასები თუ მაღალი დარჩება, ევროპული ავიაკომპანიები, შესაძლოა, გაკოტრდნენ
ზელენსკი იარაღის ექსპორტს იწყებს
დონალდ ტრამპი - აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საუკუნეების განმავლობაში ამერიკელებს ბრიტანელებზე ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ
,,ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ''- უკრაინული მედია
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს
ნავთობის ფასი ბარელზე 110 დოლარს აჭარბებს, ფასების ზრდა კი "ფიზიკური დეფიციტით" არის განპირობებული - CNN
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ თვალწინ ყალიბდება გლობალური განვითარების უფრო რთული, მრავალპოლარული არქიტექტურა
ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს - „რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა პასუხისმგებლობას იწვევს“
აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე გახსნაზე იქნება ორიენტირებული-CNN
ათენის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
ალექსანდრ ვუჩიჩი - დასავლელი პოლიტიკოსები სერბებს მოუწოდებენ, „არ გაიხედონ წარსულისკენ“, შეეგუონ კოსოვოს დაკარგვას, მაგრამ ეტყვით თუ არა იმავეს უკრაინელებს ყირიმზე?
მაია სანდუ - რუმინეთთან შეერთებამ მოლდოვას, შესაძლოა, ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს
ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 84 კი დაშავდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება
„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით“- თეთრი სახლის სპიკერი
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა
შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს - Reuters