პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

 

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებას.

როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დედაქალაქის - თბილისის გარდა, არც ერთ სხვა თვითმმართველ ქალაქს არ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლება და შესაბამისად, არ გააჩნია საჯარო და ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო საჯარო სამართლებრივი ინსტრუმენტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

"ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მოქნილობას. იგი არ ექვემდებარება იმავე ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რაც შეიძლება დამახასიათებელი იყოს უშუალოდ მუნიციპალიტეტის სტრუქტურებისთვის. სსიპ-ს შეუძლია საკუთარი შემოსავლების გენერირება და მათი მიზნობრივი გამოყენება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დატვირთვას ამცირებს და ზრდის ფინანსურ მდგრადობას. ამდენად, მიზანშეწონილია სხვადასხვა, მათ შორის, სამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებს მიენიჭოთ უფლებამოსილება - სხვადასხვა მიზნებისთვის დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი", - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

 

 





მსგავსი სიახლეები
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება
ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში
ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე
ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ
თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა, არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ვიცით, მისი უფროსია კაია კალასი
ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა
უცხოური კომპანიებს უნდა ჩავუდოთ პირობებში, რომ რაღაც პროცენტით, აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც - დავით აბულაძე
"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი
რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი