სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და მათი კოორდინაცია საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამავდროულად გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში.
"სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და მდგარად განვითარებას და მნიშვნელოვანია ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის გადასაჭრელად. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად გააქტიურებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება როგორც მთავრობის შემადგენლობაში შემავალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ასევე ისეთი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება აამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან როგორიცაა: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პროკურატურის სისტემა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლება", - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება
ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში
ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე
ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ
თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა, არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ვიცით, მისი უფროსია კაია კალასი
ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა
უცხოური კომპანიებს უნდა ჩავუდოთ პირობებში, რომ რაღაც პროცენტით, აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც - დავით აბულაძე
"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი
რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი