ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიან ნანეიშვილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა TUM-ის პრეზიდენტთან, პროფესორ თომას ჰოფმანთან გამართეს.
„მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ, უფრო მასშტაბურ მოდელზე გადასვლის პერსპექტივები. პრეზიდენტმა თომას ჰოფმანმა ხაზგასმით აღნიშნა TUM-ის მზადყოფნა, აქტიურად დაუჭიროს მხარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას, რაც მოიცავს კვლევით პროცესებში ერთობლივ მონაწილეობას, საერთაშორისო აკადემიურ პროექტებში ინტეგრაციასა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაფართოებას.
ახალი შეთანხმების მიხედვით, KIU-ს აკადემიურ სივრცეს გერმანელი პროფესორების ახალი შემადგენლობა შეემატება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს აკადემიურ პროცესს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცოდნის გადაცემას და კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპის წამყვან სამეცნიერო პრაქტიკასთან. ეს ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე ახალ საფეხურზე აიყვანს. მიუნხენში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ქალაქ გარხინგის საუნივერსიტეტო კამპუსს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიო დონის კვლევით ჰაბს წარმოადგენს. KIU-სა და ფონდ „ქართუს" წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სადაც ადგილზე გაეცნენ ინოვაციური მართვისა და სწავლების მეთოდოლოგიებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს KIU-ს აქტიურ ჩართვას გლობალურ აკადემიურ ქსელებსა და მაღალტექნოლოგიურ პროექტებში.
ვიზიტის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა KIU-ს და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრაზე სამართალმცოდნეობის მიმართულებით დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განხორციელება. აღნიშნული პარტნიორობა სამართლის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები TUM-ის სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთანაც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც განიხილეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები", - ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - განახლებული პროგნოზი
საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
მეუფე ნიკოლოზი - უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი