,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს , - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" პატრიარქის არჩევნებში ხელისუფლების შესაძლო ჩარევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მეუფეს განცხადებით, სახელისუფლებო გუნდიდან მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.
„ვინმეს შეიძლება ჰქონდა შიში, რომ ხელისუფლება ჩაერევა [პატრიარქის არჩევნებში] და მას როგორც უნდა, ისე არ იქნება. მსგავსი ფაქტი მე არაფერი შემინიშნავს, ჩემთან არავის არ ჰქონია კომუნიკაცია. არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა. მე ვერავინ შემაცვლევინებს ჩემს აზრს, თუ მე არ გადავწყვიტე, რომ აზრი უნდა შევცვალო რაიმე არგუმენტების გამო. სიხისტე არ მახასიათებს, თუ ვხედავ არგუმენტირებულ პოზიციებს, როდესაც მე რაღაცაში ვხდები, მე შემიძლია შევცვალო ჩემი პოზიცია და გავყვე იმ პოზიციას, რომელიც არგუმენტირებულია, მაგრამ ისე, რომ ვიღაცამ დამიწყოს, ან ფულს მოგცემ და ასე ქენი, ან „კიდევ ასე გიზამ და ისე გიზამ, პოზიცია შეცვალე", ეს ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მეუფე სტეფანემ უპასუხა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოსთან მიმართებაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილის ეჭვებზე რუსეთთან კავშირების თაობაზე და თქვა, რომ რუსეთი ვერ ჩაერევა საპატრიარქოს საქმიანობაში.
„ე.ი. ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო, ჩვენთან რომ მოვიდა და სარწმუნოება გაავრცელა? რუსეთმა სარწმუნოება რომ მიიღო, ჩვენ ვიყავით უკვე ფეხზე მდგარი ეკლესია და გვქონდა ძლიერი ფესვები. ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია და თუ დავაკვირდებით საქართველოს ისტორიას, ჩვენ არცერთი ქვეყნის დაკრულზე არ გვიცეკვია. როდესაც იყო განსაცდელები, როდესაც იყო დაპყრობები და იყო პრობლემები, ეკლესია მაინც აგრძელებდა იმ გზას, რომელი გზითაც ქვეყანა ფეხზე იდგა და დღესაც ფეხზე ვდგავართ სწორედ ეკლესიის მყარი პოზიციით, რადგან ღმერთზე ვართ მიყრდნობილი, უფლის ნებით ვმოქმედებთ და არ გვეშინია ვიღაცების შემოტევებისა და თითების ქნევის.
როდესაც საკითხს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ, გვგონია, რომ რუსებს შეუძლიათ ჩვენთან რამე ისე გააკეთონ, როგორც თავად უნდათ. ეს არც ერთხელ არ განხორციელებულა. როდესაც რეალურად ვხედავთ სიტუაციას, შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენს პოზიციას დაემთხვეს, მაგრამ ის, რომ რუსეთი შეიძლება ჩვენ რაღაცას გვაიძულებდეს, ასეთი ფაქტი არ არსებობს. ომთან დაკავშირებითაც ჩვენ რუსეთის პოზიცია არ დაგვიკავებია, მაგრამ არც ის გადაგვიწყვეტია, რომ ჩვენ, პატარა ქვეყანამ უკრაინასთან დაკავშირებით, გარდა ამ ჰუმანიტარული და მორალური მხარდაჭერისა, რაღაც კიდევ უნდა გაგვეკეთებინა", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მსგავსი სიახლეები
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
მეუფე ნიკოლოზი - უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი