საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანია იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.
Aspect Georgia LLC-ს გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის - Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა"და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება" 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა.
ხელშეკრულებაში ცვლილებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ," მოქმედმა კონტრაქტორმა კომპანიებმა - Georgia Oil and Gas Limited (GOGL), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ", GOG SLADS Limited-მა და ახალმა ინვესტორმა - Aspect Georgia LLC-მ. ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე დაესწრო.
Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის - Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
მსგავსი სიახლეები
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თამარ იოსელიანი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის"
თამარ იოსელიანი: "საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია"
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"