მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებებზე ჯამში, 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პატივისცემას გამოხატავს იმ ქართველი ექიმების მიმართ, რომლებსაც საკმაოდ კარგი შედეგები, რეპუტაცია აქვთ და კეთილსინდისიერები არიან.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. საკმაოდ ბევრს აქვს სურვილი, უცხოეთში ჩაიტაროს მკურნალობა. მათგან ქიმიო და ჰორმონოთერაპიის სერვისით ისარგებლა დაახლოებით 31 200-მა ბენეფიციარმა, პროგრამული ონკომედიკამენტებით 27 112-მდე პაციენტმა, სხივური თერაპია ჩაიტარა დაახლოებით 6 400-მა პირმა, DRG-ის ფარგლებში ოპერაციები ჩაუტარდა და სტაციონარული სერვისი გაეწია 9 000-მდე პაციენტს. პაციენტების ნაწილს კი რეფერალური დახმარების პროგრამითაც აუნაზღაურდათ საჭიროებები - 5 838 უნიკალური პაციენტი და ამ პაციენტებიდანაც უდიდესი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც ფინანსდებიან. ანუ 38 627 პაციენტიდან, დიდი ნაწილი საქართველოშიც იღებს სერვისს. პარალელურად, 5 838 ადამიანია, რომელსაც მოთხოვნა აქვს წამოყენებული სხვა მიმართულებით. 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებებზე ჯამში, 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, რაც ისედაც არ გაკლიათ. ზუსტად ეს არის ინტერპრეტაცია, რომ თქვენ ფიქრობთ, საუბრობთ უნდობლობაზე და ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოში წარმატებული მკურნალობა არ ხდება. უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და საკმაოდ მაღალი, კარგი შედეგებიც, რეპუტაციაც აქვთ და კეთილსინდისიერები არიან. მათი დიდი ნაწილი თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას, მაღალი რეპუტაციის მოხვეჭას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის კონკრეტული დასტურიც არსებობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა.
მისი განმარტებით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა დაუფინანსდა 573 პაციენტს.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოპაციენტის მკურნალობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კი, 78 ონკოპაციენტის. სარჯველაძის განმარტებით, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს დაფინანსების დუბლირება.
„ონკოლოგიური სერვისისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვებს, რადგან მე ვსაუბრობ პაციენტებზე, რომლებმაც მომართეს სამინისტროს და მიიღეს დაფინანსება, თუმცა რიცხვები დრამატულად განსხვავებული არ იქნება. 38 627 ბენეფიციართან შედარებით, საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი მაღალ პროცენტს არ შეადგენს, თუმცა, გეთანხმებით, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ჩვენც ღიად ვსაუბრობთ. უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ კორექტულად და მონდომებით, რომ ექიმებმა, რომლებიც მუშაობენ, დაიბრუნონ კუთვნილი რეპუტაცია, რასაც ეს ხალხი იმსახურებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც შესაძლოა, პაციენტები სერვისების მიღებას უცხოეთში ანიჭებდნენ უპირატესობას.
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, სამწუხაროდ, უმცირესობაში, მაგრამ მაინც, არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, კვალიფიკაციის, ზოგიერთ შემთხვევაში - დისციპლინის პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევაა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრაქტიკულად, ამ თემაზე ვსაუბრობთ და მუშაობაც მიმდინარეობს. პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმასთან - ორიენტირი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.
მიზეზთა შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნო საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც. დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც - გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითა და საქართველოში არსებული კონკურენტის ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც. ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც. საუბარი მაქვს სწორედ ამის კულტივირებაზე, როგორც სახიფათო და მანკიერ მოვლენაზე.
მაგალითად, ამას წინათ რეფერალის კომისიაზე შემოსული იყო ორი განცხადება - ერთი და იგივე პროთეზის შეცვლას ითხოვდა ორი სხვადასხვა პაციენტი. უბრალოდ, დაემთხვა, ერთი კომისიის სხდომაზე აღმოჩნდა. ერთსა და იმავე პერიოდში, ორივეს ჰქონდა, პირობითად რომ ავიღოთ, მუხლის პროთეზი შესაცვლელი. ერთ მათგანს დაახლოებით ხუთი წლის წინ ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული სხვა სახელმწიფოში. მის განცხადებაში, რომელიც სხვათა შორის, სამედიცინო დოკუმენტაციასაც ემთხვეოდა, აღნიშნული იყო, რომ რეციდივის გამო, აუცილებელი იყო ოპერაციის ხელმეორედ ჩატარება. მეორე განცხადებაში, დაახლოებით იმავე პერიოდში საქართველოში გაკეთებულ იმავე ოპერაციაზე ეწერა, რომ წარუმატებელი ოპერაციის გამო, ხელმეორედ იყო ჩასატარებელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგი. ბუნებრივია, აქ სამუშაო გვექნება.
ამ ყველაფრის გამოა, რომ მაგალითად, ქართველ ექიმებზე როდესაც ვსაუბრობთ, სრულიად არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებით, იმის მიხედვით, როგორია თუნდაც მარკეტინგული გავლენები. მაგალითად, კარდიოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშედ მაღალია. მაგალითად, მე ამასთან დაკავშირებით ვინმესგან გამოთქმული ეჭვი არ შემხვედრია. სამწუხაროდ, ამას ვერ იტყვი ონკოლოგიის მიმართულებით, სადაც მაღალია ასეთი ინტერესების გავლენა, ან მაგალითად, ორთოპედიის მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ცალკეულ რთულ შემთხვევებში, უცხოეთში მკურნალობის მიზეზი შესაძლოა, სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება იყოს. მისივე თქმით, ეს მხედველობაშია მისაღები.
„მიზეზთა შორის არის რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება. მაგალითად, PSMA კვლევა ან ლუტეციუმით დასხივება. საუბარია, მაგალითად, ასეთი კვლევებისთვის საჭირო იზოტოპებზე, რომლის იმპორტიც საქართველოში ტექნიკურად ვერ ხერხდება (დამზადებიდან მალევე ექვემდებარება გამოყენებას და ამიტომ არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას). საბედნიეროდ, საქართველოში ახლაც მიმდინარეა რამდენიმე პროექტი, რომელიც ახლო მომავალში აღმოფხვრის ამ კონკრეტულ და სხვა მსგავს საჭიროებებს. ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული წლების განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, გასული ათწლეულების განმავლობაში, რისი შედეგიც არის, რა სურათიც ახლა გვაქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ობიექტური დასაყრდენი ჰქონდეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება
ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში
ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე
ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ