30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ ნიშნის ქალბატონებს თანდაყოლილი მომხიბვლელობა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაეხმარება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ოჯახის შექმნით დაგვირგვინდეს. ოჯახურ ურთიერთობებში ჩადებული ენერგია აუცილებლად დაგიფასდებათ და ახლობლებისგან გულწრფელ სიყვარულსა და მზრუნველობას იგრძნობთ.
დროა, იმ საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. პროფესიული საქმიანობის დროს უმჯობესია, გამოცდილი კოლეგების რჩევებს დაუჯეროთ. კომერციულ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა სარისკო გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საკუთარ თავს მცირე სიამოვნებებზე უარს ნუ ეტყვით, რადგან თქვენი ემოციური მდგომარეობა და ჯანმრთელობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული.
კურო
ხასიათი ხშირად გეცვლებათ და მზად ხართ, ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალი ატეხოთ. ამის გამო ახლობლები თქვენთან კამათს და ხუმრობასაც კი ერიდებიან. ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს უფლებას, რომ ხასიათი გაგიფუჭოთ. ჯერჯერობით ნურავის გაუზიარებთ იდეებს, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ - ბევრი ვერ გაგიგებთ და შესაძლოა, დაგცინონ კიდეც.
ბოლო დროს მუდმივად ფინანსურ პრობლემებს ებრძვით, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია - ცხოვრებაში ხომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის - თავად გადაწყვიტეთ სპორტდარბაზში ვარჯიში გირჩევნიათ თუ სეირნობა. დაღლილობას თუ იგრძნობთ, ეცადეთ ბუნებასთან ახლოს იყოთ.
ტყუპები
თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იძაბება, სჯობს ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. დღეს ვიღაც ეცდება, რომ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის შუღლი ჩამოაგდოს. ჭორებს ბრმად ნუ ენდობით - ჯერ ფაქტები გადაამოწმეთ და დასკვნები მერე გამოიტანეთ. ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ.
ვარსკვლავების განლაგების გამო ამ დღეს გზებზე ავარიების რისკი იმატებს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ასევე, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მოერიდეთ.
კირჩხიბი
პარტნიორის ქცევასთან დაკავშირებული ეჭვების დაძლევაში მხოლოდ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნუ მოგერიდებათ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა მათ მიმართ, ვინც მუდამ თქვენ გვერდითაა.
არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემებზე საუბრისთვის - გარშემო მყოფებმა შეიძლება მხარდაჭერის ნაცვლად, დაგცინონ ან გაგაკრიტიკონ.
დაავადების სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. რაც უფრო მალე მიხვალთ ექიმთან, პრობლემას მით უფრო სწრაფად მოაგვარებთ.
ლომი
ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და ყურადღება ურთიერთობებით მიღებულ სიამოვნებაზე გადაიტანოთ. თქვენი უშუალობა ორივე მხარეს სიხარულს მოუტანს. დაღლილობის გამო შესაძლოა, დაწყებული საქმეების დროულად დასრულება ვერ შეძლოთ და სამომავლოდ გადაიტანოთ. ახალი შთაბეჭდილებების დღეა - მგზავრობის ან მივლინების დროს საინტერესო ნაცნობობა და დაუვიწყარი ემოციები გელით.
საქმეში სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ. ხარჯები აკონტროლეთ და ფულს ჰაერზე ნუ გადაყრით. ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მომგებიანია. შეეცადეთ, მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ - თუ წინსვლა გსურთ, ზედმეტი ბარგის თრევა რაში გჭირდებათ?
ქალწული
დილის ვარჯიში დაგეხმარებათ, რომ მთელი დღის სამყოფი ენერგიით დაიმუხტოთ. კომპრომისით ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეიძლება, ამიტომ ეცადეთ, პარტნიორის მოსმენა ისწავლოთ. ემოციები მოთოკეთ და მკვახე სიტყვებს მოერიდეთ, თორემ ახლობლებთან დაპირისპირებას თავიდან ვერ აიცილებთ. მზად იყავით გეგმების მოულოდნელი ცვლილებისთვის - გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ ახალ სიტუაციას მოერგოთ.
ასტროლოგები ამ დღეს ფულის მომჭირნედ ხარჯვას გირჩევენ.
სასწორი
უახლოესი 24 საათის განმავლობაში საიდუმლო საგულდაგულოდ დამალეთ და გრძნობას საჯაროდ ნუ გამოავლენთ. დაე, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, ვისაც პირდაპირ ეხება. ამ დღეს ყველა პრობლემა არც ნათესავებს უნდა გაანდოთ, თორემ შეიძლება ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალოთ. თუ ყველასგან დასვენებისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდათ, რამდენიმე დღით სოფელში ან აგარაკზე წადით.
კოლეგების კონფლიქტში ნუ ჩაერევით - ასე მათ კეთილგანწყობასაც შეინარჩუნებთ და ზედმეტ მტრებსაც არ გაიჩენთ. თქვენი წინდახედულობა და გაბედულება წარმატების შანსებს გაზრდის. ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ, თორემ წონასთან და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ.
მორიელი
ცვლილებებისა და გადამწყვეტი მოქმედებების დროა. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ - სახლი თავისით არ დალაგდება და გადასახადები არსად გაქრება. მცირედით დაიწყეთ და ნელ-ნელა ყველა პრობლემას დაძლევთ.
ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გმართებთ. მგზავრობამ შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ, თუმცა მთავარი ენერგია მაინც ახლობელი ადამიანებისკენ მიმართეთ და არა კომერციისკენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ სხეულს მოუსმინოთ და კვების მენიუ თუ დღის განრიგი მის მოთხოვნებს მოარგოთ.
თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც ცდილობს სასურველის გაკეთება ზეწოლით გაიძულოთ.
თუ აპათიას და ძილიანობას იგრძნობთ, ე.ი. მეტი დასვენება გჭირდებათ.
მშვილდოსანი
თუ საყვარელი ადამიანისგან სითბოს და სიყვარულს ვეღარ გრძნობთ, ეცადეთ, გულწრფელად ესაუბროთ და პრობლემის მიზეზი გაარკვიოთ. ამ დღეს პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავის შეკავება ჯობს. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი კოლეგების მოწონებას დაიმსახურებს.
მოსალოდნელია სასიამოვნო დამთხვევები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ.
მიხედეთ მხედველობას - თვალის ვარჯიშები გააკეთეთ და A ვიტამინი მიიღეთ.
თხის რქა
კარგად დააკვირდით გარშემომყოფებს, რადგან შესაძლოა რომელიმე მათგანი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებს, ახლობლებსა და შვილებს დაუთმეთ. სასიყვარულო სფეროში წარმატება და ორმხრივი კმაყოფილება გელით.
სამსახურში პრემიების უსამართლოდ განაწილების გამო კოლეგებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. მალე ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება. შესაძლოა, საბუთებთან მუშაობა მოგიწიოთ - სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მძიმე შეცდომა არ დაუშვათ. დროა, დიეტაზე დაფიქრდეთ, რათა ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ და ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ.
მერწყული
დაფიქრება გმართებთ იმაზე, თუ რა მიმართულებით გააგრძელოთ გზა. ეს, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას ეხება. თავშეკავება გამოიჩინეთ, რომ მეორე ნახევარი თქვენი უმიზეზო ეჭვიანობით და პრეტენზიებით არ დაღალოთ. თუ სამსახურში პრობლემები გაჩნდა, ეცადეთ, უმტკივნეულოდ მოაგვაროთ - ახლა სერიოზული ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო არ არის.
ნუ ინერვიულებთ თუ სასურველი ნივთის საყიდლად ფული არ გეყოთ. მალე ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ და უნდა მოუფრთხილდეთ. თავი შეიკავეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებისგან - კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ახლა ძალიან დაუცველია.
თევზები
ძვირფას დროს სკანდალებსა და ჩხუბზე ნუ დახარჯავთ. გარემოს ნებისმიერი გამოცვლა სასიკეთოდ წაგადგებათ, ამიტომ მივლინებას თუ შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. ეცადეთ, გადაღლასა თუ ნერვიულობას მოერიდოთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.
ფინანსური თვალსაზრისით მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით, სამაგიეროდ, ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. ცვალებადი მთვარე ენერგიულ მარსს ადგილს უთმობს, რის წყალობითაც ადამიანების უმეტესობა ძალების მოზღვავებას იგრძნობს.
მსგავსი სიახლეები
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
მეუფე ნიკოლოზი - უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი