მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.

 

მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.

 

„ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება".

 

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ მსგავსი მცდელობა ორბანის პრემიერობის პირობებშიც იყო, თუმცა ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა რთულია:

 

„თქვენ გახსოვთ ალბათ ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას".

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ცალკეული აქტორების სურვილისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე უნდა მოხდეს: „ისევ და ისევ ჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში, ამას შანტაჟის ენით ვერაფრით ვერ მოვახერხებთ ."

 

მინისტრმა ევროკავშირის მიერ დეკლარირებული პრინციპებსა და რიტორიკას შორის არსებულ წინააღმდეგობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ისევ და ისევ ევროკავშირის მისიის განცხადება მიდევს - ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს - და ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ წრეებში."

 

მინისტრის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ნებაყოფლობით თანამშრომლობას და დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს: „ არაფერი არ გვაქვს დასაძალებელი, ნებაყოფლობით შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, დარწმუნებული ვარ, ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება
ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს ყველა მიმართულებით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო განვითარება, რასაც ემსახურება სტრუქტურული ცვლილებები
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი
ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმეა, როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, მისი განცხადება არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში