გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს".

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისი უკვე მესამე თვეა გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებისა, შედეგები ყოველ საათში დრამატულად უარესდება. მე ღრმად შეშფოთებული ვარ ჰორმუზის სრუტის ზონაში სანაოსნო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით. ეს აფერხებს ნავთობის, გაზის, სასუქებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტების მიწოდებას, რაც არღვევს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საწარმოო და კვების ბაზრების ფუნქციონირებას", - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მიმოიხილა მოვლენათა განვითარების სამი შესაძლო სცენარი და გააფრთხილა საზოგადოება, რომ თითოეული მათგანი მძიმე დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.

მისი თქმით, სანაოსნო გზა დღესვე რომ გაიხსნას, მიწოდების ჯაჭვების აღდგენას მაინც „თვეები დასჭირდება", რაც გამოიწვევს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ინფლაციის მატებას.

თუ შეფერხება „წლის შუა პერიოდამდე გაიწელება", ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაზარალდება და ორჯერ მეტად შემცირდება, ხოლო ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო 32 მილიონი ადამიანი „უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება".

იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინფლაცია „არნახულად გაიზრდება", ეკონომიკური ზრდა „მკვეთრად დაეცემა", რაც გამოიწვევს „უდიდეს ტანჯვას, განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში".

 





მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა"
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება