ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს

ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „სეროიზულამდე" გაიზარდა.

 

„ბიბისის" ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ტერორიზმის ერთობლივი ანალიზის ცენტრმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „მნიშვნელოვანიდან" „სერიოზულამდე" გაზარდა. ბრიტანეთის მთავრობის თქმით, საფრთხის დონის გაზრდა ნიშნავს, რომ თავდასხმის ალბათობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაღალია.

 

გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც. მისი თქმით, მთავრობა გააძლიერებს პოლიციის ჩართულობას, გაზრდის ინვესტიციებს ებრაული უსაფრთხოების სამსახურებში და შემოიტანს უფრო ძლიერ რეგულაციებს ანტისემიტური ექსტრემიზმის ხელშემწყობი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახურვისთვის. მისივე თქმით, მთავრობა ასევე ხელს შეუშლის „სიძულვილის მქადაგებლების" ქვეყანაში შესვლას და აუკრძალავს მათ უნივერსიტეტების კამპუსებში, დიდი ბრიტანეთის ქუჩებსა და თემებში შესვლას.

 

ცნობისთვის, 29 აპრილს ლონდონში, გოლდერს გრინში დანით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ორ ებრაელ მამაკაცს თავს დაესხნენ. „ბიბისის" ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 45 წლის ესა სულეიმანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში სომალიდან 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ 29 აპრილს მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ ინციდენტად გამოაცხადა.

 





მსგავსი სიახლეები
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება
CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება -
ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა
ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
დონალდ ტრამპი - გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს
მოჯტაბა ხამენეი - უცხოელ აგრესორთა ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ ფსკერზეა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება