აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში" წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

როგორც შესაბამის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე. ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია კი, უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს და ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა.

„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, სამართლიანობის კონცეფციის კატეგორიული უარყოფაა. ეს ინსტიტუტი განუწყვეტლივ უგულებელყოფს სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები - ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეა, ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად იქცა", - აღნიშნულია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.

 





მსგავსი სიახლეები
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება
CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება -
ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა
ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
დონალდ ტრამპი - გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს
მოჯტაბა ხამენეი - უცხოელ აგრესორთა ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ ფსკერზეა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება