დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების, ეს არის შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რაც აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ინოვაციური მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია.
„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის კვალი. იმ ხორბლის, რომლისგანაც დღეს პური მზადდება. ეს თარიღდება 8 000 წლით, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი, უკვე შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რომელიც არის მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული.
ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი გახლავთ ძალიან მაღალი რეიტინგის და ასევე მას აქვს ძალიან დიდი რეპუტაცია. უკვე არის მაღალი რანგის ექსპერტების გამოხმაურებები. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების საფუძველი თავის დროზე სწორედ ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა ჩაუყარა, ძალიან ცნობილმა პალეობოტანიკოსმა, რომელიც გახლავთ ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი". სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
მსგავსი სიახლეები
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში
1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც ილია მეორის კარნახით ანდრია ჯაღმაიძის მიერაა ჩაწერილი -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი