თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი, დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც არა მხოლოდ შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ტრადიციებს და ბევრ ახალ აღმოჩენას გააკეთებს, არამედ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დიდ წარმატებებს მოუტანს ქვეყანას როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების, ისე კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
„დღეს გამომსვლელებმა ისაუბრეს, რომ ერთია, როცა იცი, რა კულტურას და რა ქვეყანას წარმოადგენ, ხოლო მეორეა, რომ ამის დასადასტურებლად მეცნიერთა დიდი გუნდი სამეცნიერო დონეზე მუდმივად შრომობს და არცერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა. იცით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ხორბლის აღიარებაზე ნომინაცია იყო შედგენილი, შეტანილი და არაერთხელ დაკორექტირებული იყო ტრადიციების საფუძველზე, რაც გასულ წელს იუნესკო-მ აღიარა და მივიღეთ. ამის მიუხედავად, ინტერდისციპლინარული კვლევა მუდმივად მიმდინარეობდა საერთაშორისო მეცნიერების ჩართულობით. ერთია, როცა უტყუარად იცი, რომ შენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორეა, რომ ამას ადასტურებს საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის ლაბორატორიული კვლევები. ამ სამეცნიერო აღმოჩენებს ადასტურებს აშშ-დან დაწყებული მრავალი მეცნიერებათა აკადემია. სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში და ეს ნამდვილად დიდი აღიარებაა.
დღეს ძალიან დიდი დღეა არამხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ვულოცავ მთელ საქართველოს - ჩვენ ეს ასობით წლის განმავლობაში ვიცოდით, მაგრამ სამეცნიერო დადასტურება უკვე მსოფლიო დონის აღიარებაა, რასაც ვულოცავ როგორც ჩემს თავს, ისე ქვეყანასა და ხალხს", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი". სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
მსგავსი სიახლეები
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში
1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც ილია მეორის კარნახით ანდრია ჯაღმაიძის მიერაა ჩაწერილი -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი