უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება

 

აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის" (USAI) პროგრამით. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენებზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

მოსმენის დროს სენატორებმა პირდაპირ ჰკითხეს პენტაგონის წარმომადგენლებს, სწორად გაიგეს თუ არა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა არ ითვალისწინებს USAI-ის პროგრამის დაფინანსებას.

„დიახ, ეს სიმართლეა. ამ ბიუჯეტში USAI-ის დაფინანსება არ არის", - უპასუხა პენტაგონის ფინანსური ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯულს ჰერსტმა.

USAI უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი საკვანძო პროგრამაა. ის პენტაგონს საშუალებას აძლევს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა პირდაპირ მწარმოებლებისგან შეუკვეთოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საბიუჯეტო მოთხოვნა 2027 ფისკალური წლისთვის თავდაცვაზე რეკორდულ ხარჯებს - დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. ეს 50%-ით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე.

ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ადმინისტრაციის საბიუჯეტო მოთხოვნაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის კონგრესი მიიღებს. თავდაცვის ბიუჯეტის განხილვისა და შეთანხმების პროცესი ტრადიციულად რამდენიმე თვე გრძელდება, ხოლო თავად დოკუმენტი შესაძლოა არსებითად შეიცვალოს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გავლისას.

მოსალოდნელია, რომ 2027 ფისკალური წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას შემოდგომაზე მიიღებენ - აშშ-ში ახალი ფისკალური წლის დაწყებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს იწყება.

 

 





მსგავსი სიახლეები
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება
CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება -
ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა
ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
დონალდ ტრამპი - გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს
მოჯტაბა ხამენეი - უცხოელ აგრესორთა ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ ფსკერზეა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება