სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

 

გიგა ავალიანის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ნია იმნაძის მომდევნო სხდომაზე იძულებით წარდგენას ითვალისწინებს, სასამართლომ დააკმაყოფილა. თუ ნია იმნაძე სასამართლო სხდომაზე თავად არ გამოცხადდება, მას პროცესზე მოწმედ იძულების წესით მიიყვანენ.  ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ქეთევან სანოძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. გიგა ავალიანის საქმეში ნია იმნაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად განიხილება.

"სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ნია იმნაძის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით. 7 მაისის პროცესზე ნია იმნაძე იძულებული გახდება, რომ წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პოლიცია იძულების წესით მოიყვანს.

რაც შეეხება ჩვენს დასაბუთებას, მოგეხსენებათ, რომ მისმა ადვოკატმა წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობები, რომლითაც ცდილობდა მისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა, რომ გამოცხადებულიყო სასამართლოში.

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი სერიოზული მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს მის მოსვლას სასამართლო პროცესზე. მას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული დიაგნოზი არც გულთან, არც თვალთან და არც ა.შ. სხვადასხვა ორგანოებთან დაკავშირებით, რომელიც შეუძლებელს გახდის მის დაკითხვას.

საპროცესო კანონმდებლობაში რაც არის ჩამონათვალი, იმ ჩამონათვალიდან, თუ ვინ შეიძლება გათავისუფლდეს მოწმის სახით მისაცემი ჩვენებისგან, ამ ჩამონათვალიდან არც ერთში არ ჯდება ნია იმნაძის შემთხვევა, შესაბამისად, ის ვალდებულია, გასცეს კითხვებზე პასუხი და ეს კითხვები აქვს მასთან როგორც პროკურორს, ასევე დაცვის მხარის ადვოკატებს, აქვთ თავად ბრალდებულებს - დემეტრე ჩიქოვანსა და ანი ნასყიდაშვილს, და რაც მთავარია აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, სახელმწიფოს და საზოგადოებას.

შესაბამისად, მას საკმაოდ კრიტიკულად მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, საზოგადოებას არ სჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ვიცი, რომ ინტერესი დიდია, ამიტომ დავძენ იმასაც, რომ ნია იმნაძე არის სწორედ ის პირი, რომელმაც ე.წ. შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბრალდებულებს და სწორედ აქედან დაედო დასაბამი აღნიშნულ დანაშაულს. სწორედ ამის გამო, აღნიშნულ ინფორმაციას შეეწირა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე და გიგა ავალიანის სიცოცხლის გარდა ამ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოგვიანებით შეიწირა როგორც მისივე შეყვარებულის, ალექსანდრე გაბაშვილის თავისუფლება, ასევე დანარჩენი ბრალდებულების თავისუფლება, რომელთაგანაც ორის პროცესზე ვიმყოფებოდით დღეს და შედგება პროცესი 7 მაისს, როდესაც კითხვებზე პასუხს გაგვცემს ნია იმნაძე", - აცხადებს საქმის პროკურორი ქეთევან სანოძე.

 

ნია იმნაძე გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად განიხილება. ბრალდების მხარემ მისი იძულებით მიყვანის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენა და სასამართლომ ის დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ორი არასრულწლოვანის საქმე განიხილეს. პროცესზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ეკა კუპატაძემაც.

ბრალდების მიხედვით, დემეტრე ჩიქოვანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება ედება ბრალად, ხოლო ანი ნასყიდაშვილის - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 

 





მსგავსი სიახლეები
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის სანქციები გამკაცრდა
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე დაინიშნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა
მიხეილ სააკაშვილი - ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა, ჩემი დაკნინების ხარჯზე თვითდამკვიდრება შედეგს არავის მოუტანს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს
ნიკა მელია - შესაცვლელია მიდგომა, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე ფიქრობენ, წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არცერთხელ ზუგდიდში, სწორია - ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია - ერთხელ ბრიუსელში
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სუსის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანია
პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა
ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, ბატონო პოლიტიკოსებო, ხალხმა ამ დღეს მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან