მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე

 

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026" დაიწყო.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი. ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა რეგიონის, ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან იმართება და მასში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მინდა, წარმატებები გისურვით ყველაფერში და ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისროს", - განაცხადა კახა კალაძემ და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი - შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს, თბილისში გაიმართება - 5 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. ფესტივალის მასპინძელი რუსთავის მერიაა.

ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის დახურვის გრანდიოზულ ღონისძიებაზე. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „ურსა" აფორმებდა, დღის განმავლობაში კი რუსთავის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა მიმართულებით, სპორტული შეჯიბრები ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა უნივერსიტეტების წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში
1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც ილია მეორის კარნახით ანდრია ჯაღმაიძის მიერაა ჩაწერილი -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი