აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს

 

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა „ევროპარლამენტის აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმიანობასთან დაკავშირებით" გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ერთობლივი საქმიანობით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს, ამ ორგანოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებისთვის მთავარი დაბრკოლება გახდა.

„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისა და სამართლიანობის კონცეფციის გადამწყვეტი უარყოფაა. ეს ორგანო მუდმივად უგულებელყოფს სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ჩვენი ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და 1 მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები - ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა - ზეწოლის, შანტაჟისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტებად გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისმა 2015 წელს ამ დამოკიდებულების გამო ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა, მოგვიანებით მან მეორე მხარის მრავალი მოწოდებისა და დაპირების საფუძველზე აღადგინა თანამშრომლობა. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტმა არ შეასრულა თავისი დაპირებები და თანმიმდევრულად განაგრძო ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა, ცილისწამების კამპანია", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ ევროპარლამენტის ამ საქმიანობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა.

„პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ განსაზღვრული სამშვიდობო დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებამ და მისმა შედეგმა ვაშინგტონის ისტორიულ შეთანხმებებში, ასევე სახელმწიფოს მეთაურის მშვიდობის, თანამშრომლობისა და პროგრესის სამსახურში მყოფი ინიციატივების საერთაშორისო მხარდაჭერამ, კიდევ უფრო გაამძაფრა ამ ორგანოს ანტიაზერბაიჯანული რიტორიკა. საკმარისია ითქვას, რომ 44-დღიანი ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 10-ზე მეტი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ასახავდა ცრუ ინფორმაციას, არასწორ მტკიცებებს და აბსურდულ ბრალდებებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აცხადებენ, რომ დღეს, ევროპარლამენტი, სადაც „დემოკრატიული ღირებულებები დაინგრა, კორუფციამ და მექრთამეობამ ღრმა ფესვები გაიდგა და რომელიც ემსახურება ლობისტურ ჯგუფებსა და სხვადასხვა ინტერესთა წრეებს, გადაიქცა სტრუქტურად, სადაც თანმიმდევრულად გამოიხატება აზერბაიჯანოფობიური და ისლამოფობიური აზროვნება".

„ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება ის არის, რომ ეს ორგანო არა მხოლოდ ხელს უშლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებას, არამედ ეწინააღმდეგება ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და რევანშისტული ძალების წახალისებით ცდილობს ჩვენი რეგიონი კვლავ კონფლიქტის ზონად აქციოს. ეს ყველაფერი აბათილებს ევროპის პარლამენტთან თანამშრომლობის არსს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მილი მეჯლისმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

„შეჩერდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თანამშრომლობითი ურთიერთობები ევროპის პარლამენტთან ყველა მიმართულებით. შეწყდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წესდების შესაბამისად, დაიწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ამ ორგანიზაციაში წევრობის შეწყვეტის პროცედურული წესების ამოქმედება და პროცედურის პერიოდში მილი მეჯლისის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებებში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 





მსგავსი სიახლეები
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება
CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება -
ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა
ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
დონალდ ტრამპი - გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომს და თავისი დანგრეული ქვეყნის აღდგენას
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს
მოჯტაბა ხამენეი - უცხოელ აგრესორთა ადგილი სპარსეთის ყურეში მხოლოდ ფსკერზეა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება