2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში საქმეებს თავი წარმატებით გაართვათ. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც მალე თავდავიწყებით შეუყვარდებით! შესაძლოა, მშობლებს ან და-ძმებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. თავად გადაწყვიტეთ, მათ დაეხმარებით თუ საკუთარ პრობლემებს მიხედავთ. შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა თავი შეგახსენონ. თუ პროვოკაციებს არ აჰყვებით კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ, თქვენი უნარები მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენოთ. ცუდი არაფერია იმაში, რომ საკუთარი გზით იაროთ და ავტორიტეტების მითითებებს ბრმად არ მიჰყვეთ. კარგი იმუნიტეტი ვირუსებისა და დაავადებებისგან დაგიცავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირადი ჰიგიენის წესები უნდა უგულებელყოთ.

კურო

ამ დღეს ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეცადეთ ყველა პრობლემის მოგვარება მეორე ნახევარს არ გადააბაროთ - ასეთი დამოკიდებულება ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის. საკუთარი პოზიციის დაცვისას აგრესიას ნუ გამოიჩენთ - შესაძლოა თქვენი გაიტანოთ, მაგრამ მტრებს გაიჩენთ. ამ დღეს არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი, თუმცა ავანტიურასა და საეჭვო გარიგებებს უნდა მოერიდოთ.

ეს დღე თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ საკუთარი თავი გაანებივროთ - მასაჟზე ჩაეწერეთ ან უბრალოდ თმის ვარცხნილობა შეიცვალეთ.

ტყუპები

თუ სიყვარულში პრობლემები გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა და ასე გაგრძელდება. თუ საყვარელი ადამიანის თხოვნას ყურადღებით მოუსმენთ და გაითვალისწინებთ, ღრუბლები გაიფანტება და ცა მოიწმინდება. მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. დასასვენებლად ერთი თავისუფალი წუთიც კი არ გრჩებათ, მაგრამ ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდით, რომ ფიქრები დაალაგოთ. ხელმძღვანელობა თქვენში პერსპექტიულ თანამშრომელს ხედავს და შესაძლოა, მალე კარიერული წინსვლის შანსი მოგცეთ. ამ დღეს შესაძლებელია შეღავათიან ფასად შეიძინოთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ენერგია მოზღვავებას გრძნობთ, მნიშვნელოვანია, რომ ის სწორი მიმართულებით დახარჯოთ - ამ დღეს ფიზიკური აქტივობა ძალიან წაგადგებათ.

კირჩხიბი

ეს დღე როგორც დადებით, ისე უარყოფით მუხტს ატარებს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების დამყარებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ერთად გატარებული დრო, ახალი იდეების გაზიარება და სირთულეების დაძლევა თქვენს მეგობრულ ურთიერთობებს მყარ საფუძველს ჩაუყრის. თუ ხმაური და აურზაური არ მოგწონთ, შეეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ამიტომ ნებისმიერ ამოცანას თავს ადვილად გაართმევთ.

ლომი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს სასურველი ნივთის ყიდვა შეძლოთ, თუმცა შეიძლება სასიამოვნო ადამიანი გაიცნოთ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, დაწყებული საქმის დასრულება სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. ამ დღეს ახალი პროექტების დაწყება არასასურველია, განსაკუთრებით, თუ მათი სამომავლოდ გადადება შეგიძლიათ. ნუ მოჰკიდებთ ხელს საქმეს, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, რადგან წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს საქმიან ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენცია საუკეთესო მკურნალობაა!

თუ ფიზიკური აქტივობა გაკლიათ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ან ფიტნეს-ცენტრში ჩაეწერეთ.

ქალწული

რომანტიკული შეხვედრა და პაემნები მხოლოდ სიხარულს მოგიტანთ, თუმცა ახალ თაყვანისმცემელთან გულახდილობას მოერიდეთ. დაოჯახებულმა ქალწულმა შეიძლება განსხვავებული აზრების ან გემოვნების გამო მეუღლესთან იკამათოს, თუმცა ხვალ ეს არავის ემახსოვრება. თქვენი იდეების უფროსობისთვის გაზიარება ნუ მოგერიდებათ - შესაძლოა თქვენმა ინიციატივებმა კომპანიაში დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს. ამ დღეს ბრმა იღბლის იმედად ნუ იქნებით, თავად უნდა იმოქმედოთ.

თუ წონაში დაკლებას გეგმავთ, კვების რეჟიმის დაცვა და კალორიების კონტროლი უნდა დაიწყოთ.

სასწორი

ამ დღეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის პლანეტების განლაგება ხელსაყრელია, თუმცა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან სერიოზული საუბრისთვის უნდა მომემზადოთ. საყოფაცხოვრებო პრობლემებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს. სამსახურში ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, რაც შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ფინანსური წარმატება დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. გაუფრთხილდით ნერვებსა და გულს, წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ - თქვენი ნერვული სისტემა ახლა განსაკუთრებით დაუცველია. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ურთიერთობა შეზღუდოთ.

მორიელი

ძალები გონივრულად გააანაწილეთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს შესანიშნავი შანსი გექნებათ, რომ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ყურადღება გამოიჩინეთ მეუღლისა და შვილების მიმართ - დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ფრთხილად იყავით - თქვენს ზურგს უკან ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ ჭორაობის საბაბს ნუ მისცემთ. დამატებითი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ საოცნებო ნივთი შეიძინოთ.

დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, რადგან მარტოობამ შესაძლოა მსუბუქი დეპრესია მოგგვაროთ.

მშვილდოსანი

თქვენს გზაზე სხვადასხვა ცდუნება გამოჩნდება, მაგრამ უნდა გაუძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ შეცდომებს დაუშვებთ, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებთ. სიყვარულში ნუ ეცდებით პარტნიორს თქვენი წესები თავზე მოახვიოთ. თუ ხანდაზმული ნათესავები გყავთ, აუცილებლად დაურეკეთ ან მოინახულეთ - შესაძლოა დახმარება სჭირდებათ. იაქტიურეთ, ახალ საქმეებს თამამად შეეჭიდეთ და არჩევანის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ. ფინანსური თვალსაზრისით სირთულეები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სესხებს მაინც ნუ აიღებთ.

დილით შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, რომელიც შუადღისთვის გაივლის. დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმეთ.

თხის რქა

გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი გულუბრყვილობით ვინმემ ისარგებლოს - მნიშვნელოვანია, რომ მაცდუნებლის მახეში არ გაებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ - ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. ახალი ვალდებულებები დამატებით დროსა და ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით - ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარუმატებლობისთვისაა განწირული, ამიტომ სჯობს ძალები ტყუილად არ დახარჯოთ. გაუფრთხილდით გულსა და ნერვებს, თქვენი იმუნური სისტემა ახლა დასუსტებულია.

მერწყული

ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - სავსებით შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. ყველაფრის ერთდროულად კეთებას არ შეეცადოთ, თორემ ყველა საქმეს გააფუჭებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

მოერიდეთ სტრესს, ნიკოტინსა და კოფეინს, რადგან ისინი შფოთვის შეგრძნებას აძლიერებენ. მენიუდან სრულად გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური ადამიანების გავლენის მიმართ დაუცველია.

თევზები

ამ ნიშნის ქალბატონებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით. კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს მოინახულებთ ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარი ისეთ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას და არა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის დაგეგმვას და დაუფიქრებელ ხარჯებს მოერიდეთ.

ოპტიმისტური განწყობა თქვენი მხნეობისა და ჯანმრთელობის საწინდარია - ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე, ეს ცუდი ჩვევაა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
"ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა''- საპატრიარქო
2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში
1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვაქვეყნებთ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ გამორჩევასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც ილია მეორის კარნახით ანდრია ჯაღმაიძის მიერაა ჩაწერილი -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს