ბორის პისტორიუსი - მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გერმანია სწორ გზაზე დგას
აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანა მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ბორის პისტორიუსის თქმით, ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება.
„ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ემსახურება როგორც აშშ-ის, ასევე ჩვენს ინტერესებს", - განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, მათ შორის გერმანიაში. ბოლო ცნობებით, საუბარია დაახლოებით 5 000 სამხედროზე, მაშინ როცა გერმანიაში მთლიანობაში თითქმის 40 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული", - აღნიშნა პისტორიუსმა.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
„ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს უსაფრთხოებაზე. გერმანია ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას", - განაცხადა პისტროიუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა. პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ", საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად" შეაფასა და თქვა, რომ მას „არაფერი ესმის".
მსგავსი სიახლეები
"რადიო თავისუფლების" პროექტმა „ეხო კავკაზამ“ მუშაობა შეწყვიტა
ნატო-ს პრესსპიკერი - ალიანსი აშშ-თან აქტიურად თანამშრომლობს, რათა გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილებაზე მეტი დეტალი გაიგოს
ბორის პისტორიუსი - მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გერმანია სწორ გზაზე დგას
ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში გასამგზავრებლად ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა
პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ თავისი სიძის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას გეგმავს
პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა
გაერო-ში ჩინეთის ელჩი - ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას, ყველაზე სასწრაფო საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაა
დონალდ ტრამპი - ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ
დონალდ ტრამპი - ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება
CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება -
ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა
ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს