„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
„რითეილ ასოციაცია" გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, მათთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საბაზისო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
"კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის" ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„რითეილ ასოციაცია" მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები," - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
Daily GROUP საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
გურამ მაჭარაშვილი - ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა სამეცნიერო ხასიათისაა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
ანდრია ჯაღმაიძე - მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს, რომ საუბრები ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისწამებლური, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების საყურადღებოდ აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
"ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა''- საპატრიარქო
2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)
დავით სონღულაშვილი - მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო უძველესი აგრარული ქვეყანაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
თინათინ რუხაძე - ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ეროვნული მუზეუმი ნამდვილად წარმოადგენს იმ გუნდს, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუტანს დიდ წარმატებებს ქვეყანას
დავით ლორთქიფანიძე - დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი
მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
როგორი ამინდი იქნება 1 მაისს საქართველოში