ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
ეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები.
„კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები. ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. თუ ზედმეტად უხეში იქნება ჩარევა, შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს ეს სექტორი და ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც. საჭიროა ფრთხილი მიდგომა. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია და საზოგადოების ფართო ჩართულობა. დისკუსია გაიხსნა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს მეტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვყალიბდეთ ოპტიმალურ მიდგომებზე. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი მიდგომები და ამის მაგალითია ძირითადი კალათის განსაზღვრა, სადაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოვახერხოთ ფასების შემცირება. გრძელვადიანი შეიძლება იყოს ზრუნვა მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაზე და შესაბამისად, ფასნამატის შემცირებაზე, რაც არის ერთ-ერთი დასკვნა, რაც კომისიამ შეიმუშავა. ასევე ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ ბაზრის მეტად გამჭვირვალობაზე, ესეც კომისიის ერთ-ერთი დასკვნაა. გამჭვირვალობა მოგვცემს პროცესებზე უკეთ დაკვირვების საშუალებას. შეიძლება არსებობდეს გარკვეული კარტელური გარიგებების რისკი და ამის იდენტიფიცირება გამჭვირვვალობის პირობებში უფრო მარტივი იქნება. ეს ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ეს ყველა ბიზნეს მოთამაშის ინტერესში უნდა იყოს, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი წესების არსებობის. გამჭვირვალობა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება არასწორ პრაქტიკაზე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არათუ არ უპირისპირდება ბიზნესის ინტერესებს, პირიქით, ბიზნესის ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუ ისინი მოქმედებენ სამართლიანი ინტერესებით და ვფიქრობ, რომ აქ პოზიციების შეჯერება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ბაზრის მოთამაშეებს შორისაც, ქსელურ მარკეტებს შორისაც შეინიშნება ტენდენციები, მაგალითად მიწოდების ჯაჭვის დამოკლების ტენდენციები. თვითონ ზრუნავენ კონკრეტული ქსელების წარმომადგენლები იმაზე, რომ გარკვეული რგოლები შემცირდეს, რაც შეამცირებს ფასნამატს. საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია შემცირდეს. თუ მოხდება ამ ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, რაც აისახება ფასებზე. ჩვენ ვნახეთ გერმანიის პრაქტიკა და საწყობიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 30%-ს. ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რაც ასევე, კომისიამ დაადგინა. თუ ჩვენ ამ სტრუქტურულ პრობლემას დავძლევთ, ფასები აუცილებლად შემცირდება. ეს არის საშუალო ვადიანი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა