ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ფასების შემცირების საჭიროებაზე.
„საქართველოში ადამიანები ცხოვრობენ ორჯერ უარესად, ვიდრე საფრანგეთში, საფრანგეთში ცხოვრობენ შესაბამისად, ორჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოში, იმიტომ, რომ ნომინალური ეკონომიკა ჩვენს შემთხვევაში არის დაახლოებით 10 000 დოლარიდან, PPP ეკონომიკა გადასცდა 30 000 დოლარს, სულ ცოტა ხნის წინ. გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ წინა ხელისუფლების პერიოდი. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი. მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ვამცირებთ სხვაობას - მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა რომ ავიღოთ, საფრანგეთთან სხვაობა იყო ოთხმაგი. ახლა არის მხოლოდ ორმაგი. საბერძნეთი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში საბერძნეთში 9-ჯერ უფრო უკეთესი იყო ახლა ეს სხვაობა 50%-ია დაახლოებით. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ოფიციალური მონაცემებით, 350 000 ადამიანი საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს რა თქმა უნდა ვიცით. ამიტომ ვსაუბრობთ ზუსტად ფასების შემცირების საჭიროებაზე, ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაზე", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მზარდ მონაცემებზე სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციები გაათმაგებულია.
„რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გაათმაგებულია ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ურთულესი მოცემულობის პირობებში - მცირემიწიანობა, მცირე ქვეყანა -ვახერხებთ და გავაორმაგეთ სოფლის მეურნეობის წარმოება ამ წლების განმავლობაში. ამას დიდი ძალისხმევა და დიდი ინვესტიცი სჭირდებოდა. და სერიოზული საბიუჯეტო რესურსებიც იყო ამისათვის მობილიზებული. რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას, ყველა მსხვილი ინდუსტრიული საწარმო მოქმედებს პირდაპირი ან ირიბი სხელმწიფო ინდუსტრიებით. ამ საწარმოების მუშაობა ბიუჯეტს უჯდება ფული. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენ გვჭირდება წარმოების შენარჩუნება და ამიტომ უჯდება ფული ეს ყველაფერი სახელმწიფოს. გვიწევს გაზის სუბსიდირება, სხვა მიმართულებით სუბსიდიები. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, არც მრეწველობაში არ გაორმაგდებოდ წარმოება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ფასების დარეგულირების პროცესში უხეშად ვერ ჩაერევა.
„უხეშ ჩარევას რაც შეეხება, სახელმწიფომ რომ დაადგინოს, რომ კონკრეტული პროდუქტი უნდა ღირდეს კონკრეტული ფასი, რაც აფთიაქებში გაკეთებული გვაქვს, არსებობს რეფერენტული ფასების მოდელი. იგივე სურსათზე რომ გავაკეტოთ, ეს კატასტროფა იქნება და ეს იქნება უხეში ჩარევა", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს