პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით

 

ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ კორუფცია ყველა მიმართულებით არის შემცირებული.

 

„ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს. ამის შედეგია ის, რომ წელს, რომ ავიღოთ პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, გაზრდილია შარშანდელ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ კორუფცია ყველა მიმართულებით არის შემცირებული. პასუხისმგებლობას ვიღებთ არათუ შემცირებაზე, არამედ აღმოფხვრასთან დაკავშირებით. ცვლილებები განხორციელდა ენერგეტიკის სექტორში," საქართველოს რკინიგზაში", სახელმწიფო საწარმოებში, ინფრასტრუქტურაში. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება წელს, პირველ კვარტალში, ვიდრე იზრდებოდა შარშან", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიგეგმა განათლების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს.

 

„ამ მანდატს ვიყენებთ იმაში, რომ განათლების რეფორმა დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყველა სფეროში არის განათლება. ამას ბიზნესიც აღნიშნავს, კვლევების თანახმად, ნომერ პირველი პრობლემა, რაც სახელდება, ეს არის კვალიფიციური კადრების პრობლემა. განათლების პრობლემა არის პოლიტიკაში, საზოგადოებრივ დებატებში, სატელევიზიო დებატში. იმისათვის, რომ ეს პრობლემა შემცირდეს, ჩვენ ხელი მოვკიდეთ განათლების რეფორმას, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მზარდ ეკონომიკურ და სოციალურ მონაცემებზე.

 

„ეკონომიკურად და სოციალურად რაში გამოიხატება ეს მანდატი - სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოში საშუალო ხელფასი იყო 1767 ლარი, ახლა არის 2283 ლარი. კარგი ზრდაა, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საფრანგეთში 2680 ევროა საშუალო ხელფასი. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ზრდის ტემპი გვაქვს კარგი. ჩვენი ეკონომიკა ამ ორი წლის განმავლობაში გაიზარდა 23,7 მლრდ ლარით. ესეც დამაკმაყოფილებელი ზრდის მაჩვენებელია. რაც შეეხება საერთო სოციალურ მდგომარეობას - არის უამრავი სოციალური პრობლემა, დაწყებული სიღარიბით. 350 000 ადამიანი საქართველოში დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა ეს პრობლემა რომ არ იყოს, ფასების პრობლემაც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული. სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით. ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა და ძალიან ადვილია ნებისმიერი გაუნათლებელი პოლიტიკანისთვის, ე.წ. პოლიტიკოსისთვის სპეკულირება. მაგრამ ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი თემა უნდა გავხადოთ საზოგადოების განსჯის საგანი და კომისიაც ამიტომ შეიქმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. ჩვენ შეგვეძლო, მთავრობაშიც წარგვემართა პროცესი და დასკვნებს გამოვიტანდით ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ საპარლამენტო კომისიის მთელი ხიბლი ის იყო, რომ  საზოგადოების თვალწინ წარიმართებოდა ეს პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს