პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს 450 მლნ ლარს, ხოლო საწვავზე აქციზის განახევრება 360 მლნ ლარს მოაკლებს და ეს თანხები, საბოლოო ჯამში, ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურის ნაწილში და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული განცხადებები პოლიტიკანურია.
„ერთ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, ძირითადად, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები - ეს არის გადასახადების განახევრება. ასეთი ინიციატივით გამოდიან, რომ უნდა განახევრდეს მათი ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადი ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავზე აქციზზე. ჯერ ერთი, განახევრებას რომ ამბობენ, ამასაც არ ასაბუთებენ, იქნებ საერთოდ უნდა გაუქმდეს. საერთოდ თუ გაუქმდება, მაგალითად, 9 %-ის მაგივრად 18 %-ით შემცირდება ფასები სურსათზე. რაც შეეხება ბიუჯეტზე გავლენას - ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს მოაკლებს 450 მლნ ლარს, ეს ის თანხაა, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც შეეხება საწვავზე აქციზის განახევრებას, ბიუჯეტს მოაკლებს 360 მლნ ლარს. ისინი აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან, მაშინ, როდესაც ეკონომიკიდან გამომდინარე, თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება. მესამედზე მეტი მარტო სოციალური ხარჯია ბიუჯეტში. მინიმუმ 8 მლრდ უნდა იყოს კაპიტალური ხარჯები და რომ არ გავყვეთ, იქ პოლიციაა, ჯარი და ა.შ. ყველას თავისი მინიმუმი აქვს და სივრცე მინიმალური რჩება. ამ პირობებში, ძალიან მარტივად ამბობენ, რომ 810 მლნ ლარი უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს. 810 მლნ ლარი თუ უნდა მოაკლდეს, დაასაბუთონ მაშინ, იქნებ 1 მლრდ 620 მლნ უნდა მოაკლდეს, რატომ 810 და 1 მლრდ 620 მლნ. აბსოლუტურად მართლა პოლიტიკანურია ასეთი ინიციატივები, რითაც გამოდიან. არც თანხებს ითვლიან, არც რამეს გეუბნებიან, უბრალოდ განახევრდესო, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, რასაც მიმართავენ,"- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს