პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო გრძელვადიან პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება მოახდინოს წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი. მოკლევადიანს რაც შეეხება, დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში, როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, ვფიქრობთ, ამაზე შეიძლება ხელშესახები შედეგის მიღწევა, ეს არის მოკლევადიანი ამოცანა. რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ეს გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს იდენტიფიცირება წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი ამოცანა - უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც შესაძლებელია ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. თუ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება ამ სექტორში, ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ანუ, გვაქვს საშუალოვადიანი ამოცანები და გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მოკლევადიან ამოცანაზე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც შეეხება საშუალოვადიან ამოცანებს, აქაც კონკრეტული გზა პრინციპში უკვე დასახულია და ამაზე აქტიურად იმუშავებს მთავრობა პარლამენტთან ერთად,"- განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს