როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს და კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის იქნება.
„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება.
პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს, ახლა უკვე იქნება კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის. თუმცა, იქ მხოლოდ სინოდი არ იქნება შეკრებილი. გაფართოებული კრება ჰქვია იმიტომ, რომ ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან და უმაღლესი სასულიერო სასწავლებლებიდან იქნებიან წარმოდგენილი, ასევე იქნებიან სამოქალაქო პირები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტიდან და მათი თანდასწრებით მოხდება კენჭისყრა.
დელეგატს უფლება აქვს სიტყვით მიმართვის და ესეც წინასწარ იქნება განსაზღვრული. დელეგატების რაოდენობა ზუსტდება, 2 000-ს მიაღწევს სრული რაოდენობა. იცით, რომ სამი კანდიდატი იყრის კენჭს. პირველივე ტურში 20 ხმას თუ მოიპოვებს ვინმე, მეორე ტური აღარ ჩატარდება, ხოლო თუ სამი კანდიდატიდან არცერთს არ ექნება 20 ან მეტი ხმა, მაშინ ორ დაწინაურებულ კანდიდატს შორის გაიმართება მეორე ტური, იმავე დღეს, იქვე", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
28 აპრილს, სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს.
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ამინდის პროგნოზი
„ნიკორა სუპერმარკეტი": ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე
„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
Daily GROUP საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
გურამ მაჭარაშვილი - ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა სამეცნიერო ხასიათისაა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
ანდრია ჯაღმაიძე - მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს, რომ საუბრები ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისწამებლური, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების საყურადღებოდ აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
"ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა''- საპატრიარქო
2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა - ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის''- კახა კალაძე
,, მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს''- არქიმანდრიტი დოროთესი (ყურაშვილი)