ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო, რასაც განიხილავს
ირანი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-მა ირანს 14-პუნქტიან წინადადებაზე პაკისტანის გავლით გადასცა პასუხი და თეირანი ამჟამად პასუხს განიხილავს.
არც თეირანს და არც ვაშინგტონს ჯერ არ განუმარტავთ, რას მოიცავს აშშ-ის პასუხი.
მანამდე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა" ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის" შემოღება, ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება, ომის 30 დღეში დასრულება - აშშ-ის მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად, ასევე, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო, რასაც განიხილავს
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა, არის მსხვერპლი
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა - Politico
ქალაქში მასშტაბური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს - Abc News
გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა
ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
OPEC-ის წევრები ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა ახალი გამანადგურებელი ესკადრილიების შექმნის გეგმა დაამტკიცა, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარი იქნება - CNN
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, შტატებმა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ ისინი „ცუდად მოიქცევიან“
,,ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა''- აბას არაღჩი
თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანის თავდასხმების საპასუხოდ მიღებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა ზომა გააუქმა - CNN
ირანთან ომის შემდეგ ტრამპი კუბაში სამხედრო ოპერაციასაც განიხილავს - Politico
"რადიო თავისუფლების" პროექტმა „ეხო კავკაზამ“ მუშაობა შეწყვიტა